მთავარიპოლიტიკა

სომხეთი გმობს თურქეთის მიერ ნატოს სამშვიდობო ძალებისათვის ხელის შეშლას

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს თურქეთის მოქმედებას, რომელმაც ხელი შეუშალა გერმანიიდან სომხეთში ნატოს სომეხი სამშვიდობოების გადმოყვანას  მისი საჰაერო ტერიტორიით.  

ამის შესახებ “არმენპრესის” კითხვაზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა ანა ნაღდალიანმა  პასუხი  გასცა 2 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ დასაგმობია, რომ თურქეთი უკვე ხელს უშლის სამშვიდობოების მოქმედებებს ნატოსა და გაეროში, მისი  ანტი-სომხური პოზიციების გამო. ჩვენ ეს საკითხი დავაყენეთ  ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან  დიპლომატიური არხების საშუალებით”.

თურქეთმა აუკრძალა გერმანიის სამხედრო თვითმფრინავს სომხეთში ჩასვლა თავისი საჰაერო სივრცის გავლით და შეაფერხა სომეხი სამშვიდობოების დროული ტრანსპორტირება ავღანეთში სამშვიდობო მისიის განხორციელების მიზნით. თვითმფრინავი გერმანიიდან სომხეთში მიფრინავდა ივლისში, სომეხი სამშვიდობოების წასაყვანად ავღანეთში გერმანიის მეთაურობით. თურქმა დისპეტჩერებმა უარი განაცხადეს  სამხედრო თვითმფრინავის თურქეთის საჰაერო სივრცით გადაფრენაზე. პრობლემა ვერ გადაიჭრა ვერც თურქეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებამ და  გერმანიას მოუწია თვითმფრინავის გაგზავნა სომხეთში უფრო გრძელი გზით, რუსეთის საჰაერო სივრცის გამოყენებით, მხოლოდ აგვისტოს შუა რიცხვებში შესძლო სომეხი სამშვიდობოების გადაყვანა ავღანეთში. ნატოს წევრი ქვეყნებისათვის ჩვეულებრივია, რომ ერთმანეთს ფრენის უფლებას აძლევენ თავიანთ  ტერიტორიაზე.  ამ გარემოების გამო, გერმანიის სამხედროები მომხდარს ანკარის განზრახ პროვოკაციად თვლიან. ამ ინიცენდენტის შესახებ წერდა გერმანული Spiegel-ი, რომელმაც გაიხსენა  ასევე ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915 წელს განხორციელებული სომეხთა გენოციდი, ის რომ  თურქეთის მთავრობა  ჯერჯერობით უარს  ამბობს სომეხთა   გენოციდის აღიარებაზე, რომელმაც 1,5 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ნახეთ მეტი
Back to top button