მთავარისაზოგადოება
სომხეთში დადასტურდა კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა, 224 ადამიანი გამოჯანმრთელდა

3 სექტემბრის 11:00 საათისთვის სომხეთში დადასტურებულია კორონავირუსული დაავადების 44 271 შემთხვევა. წინა დღეს ჩატარდა 1892 ტესტი, დადასტურდა 196 ახალი შემთხვევა, 224 გამოჯანმრთელდა და დაფიქსირდა 3 გარდაცვლილი.
3 სექტემბრის 11:00 საათისთვის სრული სურათი ასეთია.
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა: 44 271
პაციენტები: 4258
განკურნებულები: 38 855
გარდაცვილია: 887
სულ ტესტები: 211 281.