პოლიტიკა

სომხეთში შეჯამდა კონკურსის “მშვიდობის მებრძოლი” შედეგები

საერთაშორისო  კონკურსის  “მშვიდობის მებრძოლი” დახურვის ცერემონია შედგა დილიჯანის მონტე მელქონიანის სახელობი სამხედრო სკოლაში. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ღონისძიებას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი დავით ტონოიანი, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი კარტაპოლოვი, თავდაცვის სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლები, სომხეთის რესპუბლიკაში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების სამხედრო ატაშეები.

“მშვიდობის მებრძოლი”-ს   ყველა ეტაპის  შედეგების შეჯამებით, ჟიურის გადაწყვეტილებით, ლეიტენანტი არმინე გრიგორიანი სომხეთის შეიარაღებული ძალების გუნდიდან აღიარებული იქნა, როგორც საუკეთესო ქალი სამხედრო მოსამსახურე.  მეორე ადგილზეა ლეიტენანტი ალექსანდრა ახტულოვა რუსეთის გუნდიდან, მესამეზე – სერჟანტი კუტუზოღლუ გესტიმანისი საბერძნეთიდან. მამაკაცთა ინდივიდუალური ბრძოლაში ყველა საპრიზო ადგილი რუსეთის მონაწილეებს ეკუთვნის.

საერთო გუნდურ შეჯიბრში ბელორუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო მეორე ადგილი სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გუნდმა. “მშვიდობის მებრძოლი 2020” -ის გამარჯვებული არის რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გუნდი.

ყველა გამარჯვებულს გადაეცა თასები, მედლები და ფასიანი  საჩუქრები.

ნახეთ მეტი
Back to top button