საზოგადოება
სომხურ-ქართული საზღვარის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით სამი ინდოელი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავა ინდოეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე, იუწყება Aliq.ge.
სააგენტოს ცნობით, დაკავებულებს ბრალად ედება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო, ჯგუფური გადაკვეთა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ჯგუფურად გადაკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-5 წლამდე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2020 წელს სხვადასხვა ქვეყნის 92 მოქალაქე გაასამართლეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ან გადაკვეთის მცდელობის გამო.