ყოველდღიური გაზეთი “სომხეთის რესპუბლიკა”. სად მიდის საქართველო?

ყოველდღიური გაზეთის “სომხეთის რესპუბლიკა”- ს დამოწმებით ,,არმენპრესი“ წერს, რომ ”საქართველო დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა სამაგალითო სახელმწიფოდ პრობლემური კავკასიის რეგიონში, ახლა კი მისი მთავრობის ზოგიერთი მოქმედება ქვეყანას ემუქრება პროდასავლური გზიდან გადახვევას. და იმ დროს, როდესაც ევროკავშირის ინტერესი გაცივდა საქართველოს მიმართ, რუსეთი იყენებს პანდემიით განპირობებულ კრიზისს და ასევე იმას, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გამახვილებულია ბელორუსზე, ამ ქვეყანაში თავისი გავლენის გასაძლიერებლად.
წყაროს თანახმად, საქართველო კარგა ხანია ვითარდებოდა პოზიტიური მიმართულებით. 2008 წელს რუსეთთან ომის შემდეგ ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა. იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მან უკან მოიტოვა როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატები ყოფილი იუგოსლავიიდან, ასევე ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა. ამრიგად, მსოფლიო ბანკის საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივისა და კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო უკეთეს პოზიციას იკავებს, ვიდრე იტალია, საბერძნეთი, ლიტვა ან რუმინეთი.
პრესის თავისუფლების მხრივ, საქართველო უსწრებს პოლონეთს, მალტასა და უნგრეთს. ”12 წლის წინ საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის შემდეგ, გერმანიის კანცლერმა მერკელმა საქართველოს ნატოში შესაძლო წევრობის შესახებაც კი ისაუბრა”.