
,,არმენპრესი“ წერს, რომ 2020 წლის 3 სექტემბერს, ერევნის პოლიტიკური სწავლების სკოლაში ჩატარდა ონლაინ შეხვედრა თბილისის პოლიტოლოგიის სკოლასთან. როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, ონლაინ შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა სომხეთისა და საქართველოს ახალგაზრდა ლიდერების ერთობლივი სტრატეგიული ხედვა ტურიზმის, როგორც ეკონომიკური ზრდის ფაქტორის, ასევე დისკრიმინაციისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.
წინადადებების პაკეტი შემუშავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული “პოლიტიკის შემუშავების სომხურ-ქართული პლატფორმის” პროგრამის ფარგლებში. ეს სასარგებლო იყო სომეხი და ქართველი ახალგაზრდა პროფესიონალების სტაბილური ქსელის შექმნის თვალსაზრისით, ერთის მხრივ, ხელს უწყობს ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაღრმავებას და მეორეს მხრივ, ორ ქვეყანას შორის მრავალმხრივი საქმიანობის შესახებ დიალოგის პლატფორმის ჩამოყალიბებას.
მონაწილეებს მიესალმნენ სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი ანდრეა ვიქტორინი, ერევნის პოლიტიკური სწავლების სკოლის დირექტორი არმენ ზაქარიანი და თბილისის პოლიტოლოგიური სკოლის წარმომადგენელი ნანა ცერცვაძე.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა “სომხურ-ქართული პოლიტიკის განვითარების პლატფორმა” ამოქმედდა 2019 წლის აგვისტოში. საერთო ჯამში, პროგრამაში მონაწილეობდა 90 მონაწილე სომხეთიდან და საქართველოდან: სხვადასხვა სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, გადაწყვეტილების მიმღები პირები, იურისტები, ცნობილი ჟურნალისტები, ბიზნესის მენეჯერები, მკვლევარები და სხვა ახალგაზრდა პროფესიონალები. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების დისკუსიები სასარგებლო იყო ფაქტებზე დაფუძნებული, ობიექტურ-პროფესიული დასკვნების მისაღწევად. პროგრამის ფარგლებში სომხეთსა და საქართველოში მოეწყო ოთხი სხვადასხვა ფორმატის ღონისძიება.
შეხვედრების დროს სომეხმა და ქართველმა მაღალი რანგის ექსპერტებმა და მონაწილეებმა შეიმუშავეს წინადადებების პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული ხედვის განხორციელებას. ეს არის პრევენციული, სამძებრო და სადამსჯელო ზომების მიღება კორუფციული რისკების სამართავად, სომხეთისა და საქართველოს დემოკრატიულ საზოგადოებებში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბრად დასაცავად, თანასწორობისა და დისკრიმინაციის არარსებობისთვის, სასურველი ტურიზმის შესაქმნელად. მაღალხარისხოვანი, აღორძინებული, კონკურენტუნარიანი და სტაბილური ტურიზმის ინდუსტრიის შექმნის საშუალებით ორივე ქვეყნის განვითარება, როგორც ტურიზმის სასურველი გამგზავრების ადგილები. ისეთი ტურიზმის ინდუსტრია, რომელიც სიკეთეს ქმნის ყველა დონეზე, ხელს უწყობს გარემოს გაუმჯობესებას და ცხოვრების ხარისხს, ვიზიტორებს საშუალებას აძლევს ისიამოვნონ მთელი წლის განმავლობაში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სომხეთსა და საქართველოს შორის ტურიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების გარემოებაზე. სამოქმედო წინადადებები მიზნად ისახავს რეფორმების პროცესის ხელშეწყობას ორივე ქვეყანაში.
პროგრამის მონაწილეებმა მაღალი შეფასება მისცეს ქსელის შექმნის, გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობებს, ორი ქვეყნისთვის არსებული ხარვეზებისა და გამოწვევების, აგრეთვე მათი გადაჭრის გზების საერთო რეალობის განხილვას, თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს.
სომხურ-ქართული პოლიტიკის შემუშავების პლატფორმა ფინანსდება ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების რეაგირების მექანიზმის მეშვეობით. პროექტს ახორციელებს ერევნის პოლიტიკური სწავლების სკოლა, თბილისის პოლიტოლოგიურ სკოლასთან თანამშრომლობით. ორივე ორგანიზაცია არის ევროპული პოლიტიკური სკოლების ასოციაციის წევრი.