პოლიტიკა

კუხო სომხეთში სამხედრო წვრთნებს გამართავს. რა არის გათვალისწინებული

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (კუხო) სომხეთში მიმდინარე “პარტნიორობა 2020” სამხედრო წვრთნების ფარგლებში შეიმუშავებს სასაზღვრო კონფლიქტის ლოკალიზაციას. კუხოს გაერთიანებული შტაბის პრესსამსახურის ცნობით, სამხედრო წვრთნები შემოდგომაზე ჩატარდება.

კუხოს სწრაფი რეაგირების ძალებთან ჩატარებული ” პარტნიორობა 2020 ” სასარდლო-საშტაბო დაწვრილებითი წვრთნები  ითვალისწინებს კავკასიაში სასაზღვრო შეიარაღებული კონფლიქტის ლოკალიზაციის მიზნით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ერთობლივი ოპერაციის მომზადებისა და ჩატარების საკითხებს.”

სწავლებას ხელმძღვანელობს სომხეთის შეიარაღებული ძალების მომზადების გენერალური დეპარტამენტის უფროსი.

ამას გარდა, შემოდგომაზე იგეგმება მზვერავების „ძებნა 2020“ სამხედრო ვარჯიშების ჩატარება, რომლის დროსაც ორგანიზაციის სწრაფი რეაგირების კოლექტიური ძალების ინტერესებიდან გამომდინარე, განიხილება კუხოს წევრი ქვეყნების სადაზვერვო ორგანოების საშუალებით დაზვერვის ორგანიზების და ჩატარების საკითხები.

ორივე შემთხვევაში დაგეგმილია სამხედრო სწავლების ჩატარება სომხეთის თავდაცვის სამინისტროს “ბაღრამიანის” სამხედრო სკოლაში.

ნახეთ მეტი
Back to top button