მთავარისაზოგადოება

ლარსში შეკრებილ სომხებს საჰაერო გზით გადაადგილების შესახებ მოსმენაც კი არ სურთ

ზემო ლარსის გამშვები პუნქტიდან 10 კმ-ზე შეკრებილნი არინ სომხები, რომელთაც სურთ რუსეთიდან სომხეთში გამგზავრება, მოითხოვენ სახმელეთო გზით მათი გადაადგილების საკითხის გადაჭრას სახელმწიფო დონეზე.

საგუშაგოსთან  მისვლამდე, რუსეთის  მხრიდან დაახლოებით 10 კმ მანძილზე არინ თავმოყრილი სომხური ოჯახები, სულ 24 ადამიანი. ისინი თანახმა არ არიან სომხეთში საჰაერო გზით დაბრუნებაზე. ამის შესახებ Lragir.am- ს განუცხადა რუსეთში სომხეთის საელჩოს საბაჟო ატაშემ არამ თანანიანმა.

მან აღნიშნა, რომ ხალხი აღშფოთებულია, მათ არ სურთ რაიმე წინადადების მოსმენა საჰაერო გზით გადაადგილების შესახებ.

„შაბათს არის ფრენა მინვოდიდან სომხეთის მიმართულებით, 8 სექტემბერს კრასნოდარიდან.  კონსულმა შესთავაზა საჰაერო გზით დაბრუნება, ისინი ამბობენ, რომ არ ჭირდებათ ინფორმაცია ფრენების შესახებ, მოსმენაც კი არ ისურვეს“, – თქვა თანანიანმა. სომხეთისკენ ბილეთების ფასი 12-13 ათასი რუბლია. საკონსულო მზად არის ორგანიზება გაუკეთოს მათ დაბრუნებას და არა ბილეთების შეძენას. შეკრებილი ხალხი მოითხოვს, რომ სახელმწიფომ გადაიხადოს მათი  ბილეთისა და ტვირთის გადმოტანის ფული.

აღსანიშნავია, რომ ადრე მოქალაქეებს მოუწოდეს არ წასულიყვნენ ლარსის გამშვებ პუნქტზე, რადგან ქართულ მხარეს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი სახმელეთო საზღვრის გახსნა. მოწოდების მიუხედავად, 1 სექტემბერს ადამიანთა ჯგუფი მივიდა  ლარსის გამშვებ პუნქტთან და სომხეთში სახმელეთო გზით წამოსვლა სცადა.

ნახეთ მეტი
Back to top button