მთავარიპოლიტიკა

“მადრიდული პრინციპები” აღარ განიხილება: მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა მინისტრი

”მადრიდის პრინციპები აღარ განიხილება”, – განუცხადა რადიო თავისუფლებას მთიანი ყარაბაღის  საგარეო საქმეთა მინისტრმა მასის მაილიანმა.

„მოგეხსენებათ, “მადრიდის წინადადებები” აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შესთავაზეს 2007 წლის ნოემბერში, მაგრამ ეს თავად მადრიდული ლოგიკაა, მისი ფესვები უფრო ღრმაა, იგი 1991 წლის 16 დეკემბრიდან ითვლება  ევროპის 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების დოკუმენტად. მათ მიიღეს კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად აღიარონ ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს.

მას შემდეგ, რაც ამ ლოგიკამ გაიმარჯვა, მათ აღიარეს საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკები, როგორც დამოუკიდებელი სტატუსის მქონე რესპუბლიკებად.  ამ დროს მთიანი ყარაბაღის ერსპუბლიკა უკვე გამოცხადებული იყო, რომელიც 2 სექტემბერს გამოცხადდა, მათმა კი გადაწყვეტილება დეკემბრის თვეში მიიღეს. უგულველყვეს ის ფაქტი რომ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მდებარეობდა.  მთელი ეს პროცესი გაგრძელდა იმ ლოგიკაში, რომლის ანარეკლი იყო “მადრიდული წინადადებები”, რომელმაც ხანგრძლივად იარსება, მთელი ათი წლის განმავლობაში  განხილვის თემა იყო თავისი სხვადასხვა ვარიაციით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ეტაპზე მაგიდაზე არანაირი დოკუმენტი არ დევს,  დღეისათვის არ არსებობს არავიტარი წინადადება, მათ შორის არც  ”მადრიდული პრინციპებიც”, -აღნიშნავს მაილიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button