მთავარისპორტი

მათ კბილებით 4 ტონიანი ავტომანქანა და 12 ტონიანი ავტობუსი გაწიეს. ძმებმა საქუნცებმა გინესის ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარეს (ფოტო)

,,News.am” წერს, რომ ძმებმა იური და არტურ საქუნცებმა ჩარენცავანიდან 2 სექტემბერს სტეფანაკერტში გინესის მორიგი რეკორდები დაამყარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩარანცავანის თემის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

”იური საქუნცმა, ხელებზე მდგარ მდგომარეობაში კბილებით გაწევით ადგილიდან დაძრა 4 ტონისა და 100 კგ. წონის მქონე ავტომანქანა.

არტურ საქუნცმა კი მოახერხა კბილებით გაწევით ადგილიდან დაეძრა 12 ტონის წონის მქონე ავტობუსი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტი არაიკ ჰარუთიუნიანი, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერი არარატ მირზოიანი, არცახის რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრი გრიგორი მარტიროსიანი, სამხედრო პატრიოტიზმის, ახალგაზრდობის, სპორტისა და ტურიზმის მინისტრი სამველ შაჰრამანიანი და სხვა ოფიციალური პირები.

”პროფესიონალმა სპორტსმენებმა და მრავალგზის რეკორდსმენებმა ძმებმა საქუნცებმა მორიგი რეკორდი მიუძღვნეს არცახის რესპუბლიკის გამოცხადების დღეს”, – აღნიშნულია მუნიციპალიტეტის Facebook გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close