ანალიტიკა

რა კავშირია კუხოს სამხედრო წვრთნებსა და ტავუშის მოვლენებს შორის? ვერანიანი განმარტავს

სამხედრო ექსპერტმა კარენ ვერანიანმა ,,სპუტნიკი სომხეთის“ ეთერში ისაუბრა სომხეთში დაგეგმილი საშემოდგომო სამხედრო წვრთნებისა და მათი რეგიონალური მნიშვნელობის შესახებ.

სამხედრო ექსპერტის, კარენ ვერანიანის თქმით, კუხო– ს წრეებში წევრ ქვეყნების დაგეგმილ სამხედრო წვრთნებს აქვს უწყვეტი ხასიათი, და შესაბამისად, არსებობს რამდენიმე მიმართულებით სამხედრო სწავლება.

”კუხო ცდილობს მოვლენების კორექციას და მათზე რეაგირების მოხდენას, თანმიმდევრული იყოს რა იმ პროცესების მიმართ, რომლებიც ხდება ორგანიზაციის უშუალო უსაფრთხოების სფეროში, ანუ, ერთის მხრივ, ისინი დაგეგმილი სამხედრო წვრთნებია, მაგრამ, მეორეს მხრივ ხდება მათი ხელახალი გადანაწილება იმ ლოგიკურ წრეში, რომელიც უშუალოდ ან ირიბად არის დაკავშირებული თავდაცვის საკითხებთან”, – განუცხადა მან ,,სპუტნიკ სომხეთს“.

ვერანიანი უშუალო კავშირს ხედავს ორგანიზებულ სამხედრო წვრთნებსა და ტავუშის მოვლენებს შორის და შემთხვევითად არ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სამხედრო წვრთნები მოჰყვება ცნობილ მოვლენებს.

”ჩვენი რეგიონი სამხედრო წვრთნების მორიგი ტალღის სტადიაშია. ტავუშის მოვლენების შემდეგ, ჩვენ ვნახეთ თურქეთ-აზერბაიჯანის სამხედრო წვრთნები, გარკვეული ესკალაცია, რომლის ფონზე ასევე იყო სომხურ-რუსული საჰაერო თავდაცვის წვრთნები, რომლებიც, ფაქტობრივად, იყო პასუხი თურქეთ-აზერბაიჯანის სამხედრო წვრთნებზე. მიუხედავად იმისა, რომ შენარჩუნებულია ძალთა თანაფარდობა და ბალანსი, სულ ერთია, ესკალაციები სასურველი არ არის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით”, – აღნიშნავს სამხედრო ექსპერტი.

მისი რწმენით, ახალი დაძაბულობა შეიძლება შეიცავდეს ახალ რისკებს იმ შემთხვევაში, თუკი სტაბილურობა მყიფეა, ამიტომ სომხური მხარე თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების გადასაჭრელად, ცდილობს კოორდინაცია გაუწიოს რუსულ მხარესთან მუშაობას. ამის მიხედვით, სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების შეკავების გარდა, სამხედრო წვრთნებს ასევე დიდი რეგიონული მნიშვნელობა აქვს.

ექსპერტის შეფასებით, ამგვარი სამხედრო ვარჯიშები უჩვენებენ მხარეთა შესაძლებლობებს, დაუპირისპირდნენ უცხოეთიდან მომდინარე საფრთხეებს, რაც საგანგაშო და შემაკავებელი გარემოებაა. მისი თქმით, ზოგადად, სამხედრო წვრთნები იძლევა ძალების ურთიერთშეფასების შესაძლებლობას, რომ გაიგონ, თუ რა გადანაწილებებია რეგიონში ტავუშის მოვლენების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (კუხო) შეიმუშავებს სასაზღვრო კონფლიქტის ლოკალიზაციას სომხეთში ჩატარებული ”პარტნიორობა 2020” სამხედრო წვრთნების ფარგლებში. როგორც იუწყებიან კუხოს გაერთიანებული შტაბის პრესსამსახურიდან, სამხედრო წვრთნები შემოდგომაზე ჩატარდება.

ნახეთ მეტი
Back to top button