პოლიტიკა

საგანელიძე: მეზობელ რუსეთთან ურთიერთობები უნდა დავალაგოთ

,,Metronome.ge” წერს, რომ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე ამბობს, რომ ქვეყანამ მეზობელ რუსეთთან ურთიერთობები უნდა დაალაგოს. ამის შესახებ მან ონში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ერთი სული აქვს, როდის გაიხსნება მამისონი. 

“ველოდები, ერთი სული მაქვს, როდის გადმოვალთ ყველა ახალი გზით ონში, ველოდები, როდის გაიხსნება მამისონი და აუცილებლად უნდა გაიხსნას, ჩვენ უნდა დავალაგოთ ურთიერთობა ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან იმიტომ, რომ ონისთვის და ამ კუთხისთვის ეს გზა არის უმნიშვნელოვანესი.

როგორც ამ გზის მნიშვნელობაში ძალიან დიდი წვლილი იყო და შევეცადე, რომ ეს გზა გაგვეჭრა, დაგვეწყო და დამთავრდება მომავალ წლის ბოლოს, [ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ] გაკეთდეს გზა ღებიდან უშგულისკენ, ეს არის უმნიშვნელოვანესი, რომ ჩვენ რაჭა ღებიდან მესტიამდე შევაერთოთ, ეს პროექტი მომზადების სტადიაშია”, – განაცხადა საგანელიძემ. 

ნახეთ მეტი
Back to top button