პოლიტიკა

საფრანგეთის ელჩმა გაიხსენა ევროპის პასუხისმგებლობა სომხების წინაშე

საფრანგეთის ელჩმა სომხეთში ჯონათან ლაკოტმა (Jonathan Lacôte)  თავის Facebook- ზე გამოაქვეყნა ჟან ჟორესის მიმართვა.

1859 წლის 3 სექტემბერს დაიბადა ჟან ჟორესი, რომელიც გახდა სომხური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი  ხმა საფრანგეთში.

1896 წლის 3 ნოემბერს დეპუტატთა პალატაში ჟორესმა მთავრობას ჰკითხა,  თუ რა როლს ასულებდა საფრანგეთი და საერთოდ ევროპა მაშინ, როცა ოსმალეთის იმპერიაში ხორციელდებოდა სომეხთა ხოცვა-ჟლეტა.

”თვრამეტი წელი გავიდა, ბატონებო […] მას შემდეგ რაც ევროპა შეიკრიბა ბერლინის კონგრესზე და აღიარა თურქეთში  სომეხი მოქალაქეების დაცვის აუცილებლობა. თვრამეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბერლინის ხელშეკრულებაში არსებობს პუნქტი  სომხების უსაფრთხოების, სიცოცხლისა და პატივის  დაცვის შესახებ.

მერე  და  […] სად არის ეს  საზეიმოდ მიცემული დაპირება ევროპის  ჩარევის შესახებ? […] […]”,  -წერდა ჟორესი.

ნახეთ მეტი
Back to top button