საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 15

,,News.on.ge” წერს, რომ 4 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 15-ით გაიზარდა. მონაცემები StopCov-ზე განახლდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 28 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 12 დონას კლასტერთანაა დაკავშირებული. ჯამში დონას კლასტერი 36 ინფიცირებულ პაციენტს ითვლის. 3 შემთხვევა დაავადებულ პაციენტთან კონტაქტია. 3 დადასტურებული შემთხვევა კი რუსთავის ავერსის კლინიკის თანამშრომელია. 2 შემთხვევა შემოტანილია, აქედან ერთი ავტომობილის მძღოლია. 4-ს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში და იქ ეპიდ ზედამხედველობის კერაში გამოვლენილი პაციენტები არიან. დარჩენილ 4 პაციენტზე კი მიმდინარეობს ეპიდემილოგიური კვლევა, წყაროს დადგენისა და კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით.

ჯამში, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 596-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულია 1 294 ადამიანი, გარდაცვლილი კი — 19. კარანტინის რეჟიმში რჩება 6 250 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 289 პაციენტია.

ნახეთ მეტი
Back to top button