
,,Aravot.am“ წერს, რომ აზერბაიჯანის ახალდანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა გასულ კვირას შეასრულა ორი უცხოური ვიზიტი. ანკარის შემდეგ ჯერი მოსკოვზე დადგა. ბაქომ უკვე მოასწრო მისი ლეგენდის ქვეშ დარჩენა, რომ თითქოს და მისი რუსული და ცოტაც ისრაელის იარაღით შეიარაღებული არმია დაუმარცხებელია, და თუ ომს არ დაიწყებენ და ,,24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღადგენენ“, ამით დიდ სიკეთეს უკეთებენ სომხებს. დაახლოებით ისე, როგორც “ძველი აზერბაიჯანული ქალაქის ერევანის” სომხებისთვის “დიდსულოვნად ჩუქნა”.
ახლა ბაქო ანკარასა და მოსკოვში წუწუნებს, რომ სასაზღვრო საბრძოლო მოქმედებებში მათ დამარცხებაში ,,დამნაშავეები არიან რუსეთის შეიარაღების მომწოდებლები“, რომლებიც ,,რომ არ იყვნენ, კონფლიქტი გადაიჭრება“. ახლა კი ბაქო სცენას დგამს, რომ თითქოს და ,,მოთმინების ფიალა აივსო“, და თუკი მის სურვილს ლანგარზე დადებულს, ხელზე გადაკიდებული ტილოთი, მას არ მიართმევენ, მაშინ ნახავთ ,,თუ რას მოვიმოქმედებ“ და ,,დამიჭირეთ , მე გავგიჟდი“. ანკარაში მათ ,,ძმა-მეწველი ძროხის“ წუწუნს ფილოსოფიურად მიუდგნენ, ერთობლივი სამხედრო წვრთნები მოიმოქმედეს. სელჯუკური ჟივილ-ხივილით “ძმობის” ქორეოგრაფიის ჩვენებების ორგანიზებით (თუ ეს “ძმობა” რამდენი ყურუში ღირს, ეს ცალკე საუბარია). და ბოლოს, ანკარას გეგმებში არ შედის დაპირისპირება მოსკოვთან. რა თქმა უნდა, თურქებმა გამოიყენეს მომენტი და სცადეს განსაზღვრული წითელი ხაზის კვეთაც, განსაზღვრული დაძაბულობის გამოწვევით არც თუ იმდენად ერევანში, რამდენადაც მოსკოვში. მაგრამ ესეც დავიწყებას მიეცა, არც კი გაგვაკვირვეს, თუ როდის დასრულდა ეს ჟივილ-ხივილი თვითაღიარებით, რომ ,,თურქეთი სომხეთ -აზერბაიჯანის დაპირისპირების მხარეა“ (მაგრამ, ვინ არ იცოდა?).
წუწუნის მეორე ნაწილი დაიწყო მოსკოვში, და “მშრალი ნარჩენების” ხარისხის მხრივ სხვაობა დიდი არ იყო. მოსკოვმა, რომელსაც ცრემლების არ სჯერა, რა თქმა უნდა, ბაქოს ცრემლები მოწმინდა, მეტი არაფერი, მაგრამ ამავე დროს ბურთი ერევნის მოედანზე გადააგდო. ჯერ ბაირამოვის ვიზიტის წინა დღეს ლავროვმა ერევანი დაადანაშაულა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ივლისის დაძაბულობაში, რაც, სამწუხაროდ, ოფიციალური ერევანის მხრივ ყურადღების საგანი არ გამხდარა. ეს არასწორი იყო და მოსკოვს არ უნდა ჰქონოდა ყალბი შთაბეჭდილება, რომ ბატონმა ლავროვმა ”სუსტი ადგილი დაიჭირა”. ამ დაძაბულობის ბრალი ბაქოა, ერევანმა უპასუხა თავხედობას და უპასუხებს თავხედობას, მათ შორის ასიმეტრიულსაც, მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ეს ლავროვს.
რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის ბოლოდროინდელ საჯარო გამოსვლებში სწორედ ეს იდეა გადის წითელ ხაზად, მაგრამ მოსკოვმა ჩართო “დურაჩოკის რეჟიმი” და განაგრძობს ერევნის “წაქეზებას”. თურქეთის თავდაცვის მინისტრის ბაქოში ყოფნის დღეს, ალიევმა პუტინს დაურეკა “გაერკვია” სომხეთისთვის იარაღის მიწოდების საკითხი, ასევე “გამოეხატა შეშფოთება”. მათ ახლახან შეიტყვეს, რომ სომხეთი შეიარაღებას რუსეთიდან იღებს შეღავათიან ფასებში, რადგან ის არის კუხოს და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი? გარდა ამისა, ხომ არ დაავიწყდა ბატონ ალიევს, რომ მისი იარაღის 90% რუსულია? ან ხომ არ დაავიწყდა, რომ მამამისის დროს აზერბაიჯანმა მიიღო ექვსჯერ მეტი რუსული შეიარაღება, ვიდრე სომხეთმა და ეს არ დაეხმარა მამამისს გაქცეული არმიის შეჩერებაში, რომ მამამისმა ხელი მოაწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას სომხეთთან და არცახთან მოსკოვის მოთხოვნით? რა თქმა უნდა, მოსკოვი არ იქნებოდა მოსკოვი, თუ არ შეეცდებოდა ამ ყველაფრით სარგებლის მიღებას და, რუსულად რომ ვთქვათ ”სვინიუ პოდლოჟიწ” ანუ დაღალატიანებას, რათა ალიევის კეთილგანსაწყობად რაიმე წაეგლიჯა ჩვენგან.
სანამ სერგეი შოიგუ ბაქოში თავს იმართლებდა, რომ მას “თვითმფრინავებით სომხეთში სამშენებლო მასალები გადაჰქონდა” და “ეს არ არის აზერბაიჯანის წინააღმდეგ”, ბატონი ლავროვი ღია ტექსტით “წინ წევდა” იდეას იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს და რა არ უნდა გააკეთოს სომხეთმა. პირველ რიგში, ის ამბობს, რომ ეთანხმება ყველაფერს, რასაც ამბობს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი “შინაარსობრივ, არსებით მოლაპარაკებებთან და არა იმიტაციებთან” დაკავშირებით. შემდეგ ლავროვი აცხადებს, რომ ის მოლაპარაკებების შემადგენლობაში ცვლილების შეტანის წინააღმდეგია, შემდეგ კი განაგრძობს: ”…გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციების ჩათვლით, რომლებიც მიზნად ისახავდა ომის დასრულების დაუყოვნებელ საკითხს და შემდგომ ეტაპებზე შემუშავებულ მშვიდობიანი დარეგულირების კრიტერიუმებს. ისინი შემუშავდა ეუთოს ფარგლებში, სადაც შეიქმნა მინსკის ჯგუფი, რომლის თანათავმჯდომარეები არიან რუსეთი, შეერთებული შტატები და საფრანგეთი. ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან, მხარეებთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად შემუშავდა მრავალი დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია სხვადასხვა მიდგომა, მაგრამ ერთი მიზნით: საკითხის გადაწყვეტა მოხდეს იმ პრინციპების საფუძველზე, რომლებიც მოცემულია გაეროს წესდებასა და ეუთოს ჰელსინკის დასკვნით აქტში.
არსებობს უამრავი დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერენ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები და საგარეო საქმეთა მინისტრები, თანათავმჯდომარეებთან ერთად, სადაც მოცემულია ყოვლისმომცველი მიდგომა მოგვარებისთვის, თუმცა ყველაზე ზოგადი თვალსაზრისით, რამაც საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე უნდა მიგვიყვანოს”. უპირველეს ყოვლისა, რაც შეეხება “არსებით, და არა იმიტაციურ” მოლაპარაკებებს, ბატონი ლავროვისა და მისი აზერბაიჯანელი კოლეგასათვის ნათელი უნდა იყოს, რომ არცახის საკითხის “არსებითი” გადაწყვეტა შეიძლება დაფუძნდეს ერთ იდეაზე – არაფერი არცახის შესახებ არცახის გარეშე, “არსებითი” სწორედ არცახია. და მოლაპარაკებების შემადგენლობის შეცვლასთან დაკავშირებით ლავროვის “წინააღმდეგობა”, პირველ რიგში, ერევანსა და სტეფანაკერტს ეხება და არა ანკარას, როგორც ზოგიერთმა ,,მოისურვა“ მოესმინა ერევანში. უფრო მეტიც, ლავროვმა თავის თავს უფლება მისცა ამის დაჟინება, თანათავმჯდომარეების დამოწმებით, თანათავმჯდომარეების სახელით, რაც სულაც არ არის ფაქტი და თანათავმჯდომარეების დუმილი საერთოდ არ წარმოადგენს თანხმობის ნიშანს, რა თქმა უნდა, თუ ერევანი ბატონ ლავროვს სწორად აუხსნის, რომ ის, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია. ისევე როგორც “გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციების” შემთხვევაში, რადგან მათ წერტილი დაუსვა სწორედ აზერბაიჯანმა იმავე წლის დეკემბერში და ისინი შეიცვალა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივი და უვადო ხელშეკრულებით.
და სწორედ ამის შესახებ არ საუბრობს ბატონი ლავროვი, მისი შენარჩუნების აუცილებლობაზე, მისი დამრღვევების დასჯის მექანიზმებზე არ მოსწონს ლაპარაკი “ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის” საგარეო საქმეთა მინისტრს, რომლის სახელითაც გეგმა “არ არსებობს” და ჩვენ ესეც “ვიცით”. ნებისმიერ შემთხვევაში, მოსკოვმა სცადა ბაქოსთვის იმედი მიეცა, რომ ”არ არის საჭირო გაღიზიანება”, ბაქოშიც ცდილობენ უჩვენონ, რომ მათ ”სჯერათ”. მომდევნო კვირების, შესაძლოა თვეების განმავლობაში მშვიდი სიტუაციის შენარჩუნების თვალსაზრისით, მოსკოვი პრობლემას გადაჭრილად მიიჩნევს, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ეს ხდება ახალი პრობლემების წარმოქმნის მცდელობის გზით, რაც ერევნისგან მინიმუმ სიფხიზლეს მაინც მოითხოვს. მაგრამ, ლავროვის ძალისხმევა უშედეგოა, რადგან ალიევი მხოლოდ მაშინ დაკმაყოფილდება, როდესაც რუსები დათანხმდებიან სომხებისგან არცახის (და არამარტო) დაცლას და აზერბაიჯანისთვის ჩუქებას. ან იარაღი მხოლოდ აზერბაიჯანს მიყიდოს და დაახლოებით “სამი საათით დაიგვიანონ”. დაახლოებით ისე, როგორც ეს მოხდა 1988-91 წლებში, ბოროტების იმპერიის დაისზე. რა თქმა უნდა, კიდევ რაზე იოცნებებს ალიევის ავადმყოფი ფანტაზია, მივანდოთ მას და მის პირველ და საყვარელ ვიცე-პრეზიდენტს, ჩვენი საქმე კი მხოლოდ ერთია: ძლიერი მხარდაჭერა, რეფორმები, აქტიური დიპლომატია.
რუბენ მეჰრაბიანი