მთავარისაზოგადოება

სომეხი ლამაზმანი რუბინა ხანზადიანი მონაწილეობდა Elle Indonesia- ში

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ რუბინა ხანზადიანი სომხური წარმოშობის პირველი მოდელია, რომელიც მონაწილეობას იღებს Victoria’s Secret ქალის თეთრეულის ბრენდის ჩვენებებში.

პოპულარული ჟურნალის Elle Indonesia  ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა მოკლე ვიდეო რგოლი, რომელშიც მთავარ როლში სომეხი ლამაზმანი რუბინა ხანზადიანია.

ამერიკელი ტოპმოდელი, ცნობილი სომეხი მწერლის სერო ხანზადიანის ძმის შვილიშვილი, ამჯერად ამ კონკრეტული ჟურნალისთვის იქნა გადაღებული.

რუბინამაც ასევე გამოაქვეყნა რამდენიმე სურათი ფოტოსესიიდან. ფოტოებზე ის გამოჩნდა ლითონის ფერის პიჯაკით, გრაფიკული ბეჭდვის პალტოთი და მომხიბლველი კაბით.

უნდა ითქვას, რომ სამივე გამოხედვაში სომეხი ქალი გამოიყურება უბრალოდ განსაცვიფრებლად. “ველური” სილამაზის მიმდევრები აღფრთოვანებული დარჩნენ მისი პუბლიკაციებით. გოგონას ჯადოსნურს და მომხიბვლელს უწოდებენ.

რამდენიმე თვის წინ 23 წლის რუბინა ხანზადიანი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მოდის ჟურნალის, Harpers Bazaar-ის კატარის ვერსიის გარეკანზე გამოჩნდა. ფოტოსესიის ავტორი იყო ცნობილი ფოტოგრაფი გრეგ სუელსი, რომელმაც გადაიღო უახლესი სარეკლამო კამპანიები კიმ კარდაშიანის ბრენდებისთვის Skims და KKW Beauty.

სხვათა შორის, რუბინა არის სომხური წარმოშობის პირველი მოდელი, რომელიც მონაწილეობს Victoria’s Secret ქალის თეთრეულის ბრენდის ჩვენებებში.

გოგონა და მისი ოჯახი ბარსელონაში გადავიდნენ, როდესაც ის ორი წლის იყო. ოჯახი ახლა შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. 2017 წელს მოდელმა გახსნა საკუთარი ბრენდი Rubina Dyan და აქტიურად მიჰყავს სამოსის თავისი ხაზი ესპანეთსა და აშშ-ში.

ნახეთ მეტი
Back to top button