ანალიტიკა

აზერბაიჯანის სპეცსამსახურები და თამარა ბაჩალიაშვილის მკვლელობა

როგორც Инфотека24-ი წერს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებების ივლისის მარცხის შემდეგ, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სწრაფად გამოავლინა გარე დამნაშავეები – საქართველო, სერბეთი, იორდანია და რუსეთი. რა თქმა უნდა, არც ერთ ამ ქვეყანას სერიოზულად არ მიუღია ბაქოს ბრალდებები და მხოლოდ ზოგადი უარყოფით დაკმაყოფილდნენ.  როგორც ჩანს, ბაქოს პროპაგანდისტული მანქანის კიდევ ერთი წარუმატებელი წარმოდგენა დასრულდა და მაყურებელი გაიფანტა. მიუხედავად ამისა მან განაგრძო სომხეთისთვის იარაღის  უკანონო მიყიდვის  თემის შემუშავება.

კერძოდ, 2020 წლის 18 ივლისს, დილით, თბილისში მცხოვრები თამარა ბაჩალიაშვილი პირადი მანქანით გავიდა  სახლიდან  და გაქრა. ძიების მეხუთე დღეს, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა იპოვნეს მისი ცხედარი თეთრიწყაროს რეგიონში, თბილისიდან 65 კილომეტრში. გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ახლა, დაახლოებით თვენახევრის შემდეგ, ბაჩალიაშვილის მშობლებმა მოულოდნელად “გაიხსენეს”, რომ მათმა გარდაცვლილმა ქალიშვილმა, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტმა, შემთხვევით გაშიფრა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში იარაღის მიწოდების სქემა. მათ დაადანაშაულეს სამი მაღალი რანგის ქართველი ჩინოვნიკი ამ საქმეში მონაწილეობაში  და  შესაბამისად, მათი ქალიშვილის მკვლელობაში. ამ მიზნით, მშობლები მოუწოდებენ თურქეთს და აზერბაიჯანს, როგორც დაინტერესებულ მხარეებს, ჩაერთონ ”საუკუნის დანაშაულის” გამოძიებაში.

გარდა ამისა, გასაკვირი სისწრაფით, ეს ამბები თითქმის ყველა აზერბაიჯანულ მედიაში მოხვდა. აქ აშკარად გამოიკვეთა “აზერბაიჯანული პროპაგანდის” გრძელი მკლავები, რომლებმაც თავი გამოიაშკარავეს ნაჩქარევი და მოუწესრიგებელი სამუშაო სტილით. კერძოდ, თ. ბაჩალიაშვილის დედამ განაცხადა, რომ სხვადასხვა ორგანიზაციამ მის ქალიშვილს მილიონობით აშშ დოლარი გადაურიცხა იარაღის შესაძენად, ამიტომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესებული იყო  მისი ლიკვიდაციითო.

საერთოდ, თუ ვიმსჯელებთ თურქულ-აზერბაიჯანული ტანდემის პრაქტიკულად დაუსჯელი საქმიანობით საქართველოს ტერიტორიაზე, ჩნდება კითხვა: მონაწილეობდნენ თუ არა აზერბაიჯანის სპეცსამსახურები თ. ბაჩალიაშვილის მკვლელობაში? ამას დამაჯერებელი მოტივი არსებობს – ამ თემაზე სპეკულაციები საჭირო მომენტში (ჯერჯერობით, ხალხს ახსოვს ოპოზიციონერი ჟურნალისტის ა. მუხტარლის თბილისიდან გატაცება  2018 წელს).

შემთხვევითი არ არის, რომ მკვლელობის ადგილად აირჩიეს თეთრიწყარო, რომლის მოსახლეობა ძირითადად ქართველები (64%) და სომხებია (26%)  და მოსახლეობის მხოლოდ 4% ეთნიკური აზერბაიჯანელია. შესაბამისად, დანაშაულის ადგილი შეირჩა ისე, რომ პასუხისმგებლობა დაეკისრებინათ ქართველებზე და სომხებზე და ამით აღეძრათ ეთნიკური კონფლიქტი. გარდა ამისა, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს, როდესაც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების ალბათობა დიდია, აზერბაიჯანელები ცდილობენ დაძაბული ვითარება შექმნან ქართულ საზოგადოებაში. ამ მოსაზრების დასტურია ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანის ელჩი ე. ახუნდოვა მიხეილ სააკაშვილს შეხვდა კიევში, რამაც გამოიწვია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მწვავე რეაქცია.

P. S. თემა ძალიან დელიკატურია, რადგან საქმე გვაქვს უდროოდ შეწყვეტილ ახალგაზრდა სიცოცხლესთან, რაც  ოჯახისა და მეგობრებისთვის ტრაგედიაა. ჩვენ ღრმად ვუსამძიმრებთ თ. ბაჩალიაშვილის ოჯახს და მეგობრებს,  მოვუწოდებთ მათ, არ დაემორჩილონ აზერბაიჯანული მხარის პროვოკაციებსა და სპეკულაციებს.

ნახეთ მეტი
Back to top button