საერთაშორისო
რუსმა გენერალმა კომენტარი გააკეთა სამხრეთ ოსეთის შესახებ

ქართული ოპოზიციის განცხადება სამხრეთ ოსეთის უკან დაბრუნების განზრახვის შესახებ სხვა არაფერია, თუ არა პოპულისტური განცხადება, რომლის უგულებელყოფაც არ უნდა მოხდეს, თქვა ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის 58-ე გაერთიანებული სამხედრო ნაწილის ყოფილმა მეთაურმა ანატოლი ხრულმა. ხრულის თანახმად, ქართულ ჯარს არ აქვს სამხედრო პოტენციალი წინააღმდეგობა გაუწიოს რუს სამხედროებს.
მანამდე, ქართველმა პოლიტიკოსმა, ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელმა შალვა ნათელაშვილმა, განაცხადა, რომ ის მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ ”მილიარდობით დოლარის სანქციებზე” და პირობა დადო, რომ ”საქართველოს დროშას ააფრიალებს სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო ბაზაზე“.