მთავარისაზოგადოება

საქართველოს მოქალაქეებს, რომლების სწავლობენ სომხეთის რესპუბლიკაში შეეძლებათ სომხეთში ჩასვლა: გმკს სამინისტრო

როგორც News.am-ი წერს,  სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ Facebook- ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა სომხეთში შესვლის ნებართვა იმ უცხოელი მოქალაქეებისათვის, რომლებიც სწავლობენ სომხეთში.

ამ დროისთვის 300-ზე მეტმა დიასპორელმა სომეხმა უცხოეთიდან, რომელთაგან 250-მდე საქართველოს მოქალაქეა, მიმართა სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სომხეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გასაგრძელებლად. კომენდანტის ნებართვის თანახმად, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობით, ზემოხსენებულ განმცხადებლებს (საქართველოს მოქალაქეებს) საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს შუამავლობით, შეეძლებათ  შესვლა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

კომენდანტის  ნებართვით ნებადართული  იქნა,  აგრეთვე,  5 საჯარო სკოლის მოსწავლე საქართველოს მოქალაქის შესვლა სომხეთში.  

ნახეთ მეტი
Back to top button