პოლიტიკა

სომხეთისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბების ხელმძღვანელებმა სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

სომხეთისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბების უფროსებმა ონიკ გასპარიანმა და ვალერი გერასიმოვმა რუსეთში შეხვედრის დროს სამხედრო თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ინფორმაციას ავრცელებს  რფ თავდაცვის სამინისტრო.

შეხვედრაზე გერასიმოვმა განაცხადა, რომ სომხეთსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა ვითარდება როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო სტრუქტურების და, პირველ რიგში, კუხო-ს ფარგლებში.

მან მადლობა გადაუხადა გასპარიანს 24 ივნისს მოსკოვში ჩატარებული გამარჯვების აღლუმში სომხეთის  შეიარაღებული ძალების მონაწილეობისთვის. გერასიმოვმა განსაკუთრებით აღნიშნა სომეხი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების მაღალი დონე.

„სომხების მონაწილეობა საერთაშორისო არმიის თამაშებში გახდა ტრადიცია. ამ წელს სომხეთის გუნდები ძალიან კარგად გამოვიდნენ “, – თქვა რფ  შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა.

თავის მხრივ, გასპარიანმა მადლობა გადაუხადა კოლეგას სომხეთში კორონავირუსის აღმოსაფხვრელად რუსი სამხედროების დახმარებისთვის.

„სომხეთში ჩასულმა რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალისტთა ჯგუფმა კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის დიდი სამუშაო ჩაატარა დაახლოებით 5 თვის განმავლობაში, რისთვისაც მადლობელი ვართ”, – თქვა გასპარიანმა.

როგორც მან თქვა,  ”ერევანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მოსკოვთან ურთიერთობების განვითარებას”.

ნახეთ მეტი
Back to top button