სომხეთის ატომური ელექტროსადგურის დაბომბვა გახდება ჩერნობილი რეგიონისთვის. არმენ სარგსიანი

,,News.am“ წერს, რომ პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა მონაწილეობა მიიღო არაბთა გაერთიანებული საემიროების და გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) ეგიდით ორგანიზებულ გლობალურ სამრეწველო წარმოების შესახებ სამიტში (GMIS2020). ამის შესახებ განაცხადეს პრეზიდენტის აპარატში.
”სანამ სომხეთი იბრძვის კორონავირუსის წინააღმდეგ, ჩვენმა მეზობელმა აზერბაიჯანმა, რომელიც ასევე ებრძვის ინფექციას, დაიწყო სამხედრო მოქმედებები სომხეთის საზღვარზე. სად არის საღი აზრი? ჩვენი სხვა მეზობელი, თურქეთი გამოვიდა მწვავე რიტორიკით, რომელიც მაწუხებს, როგორც სომეხს და მივყავარ 105 წლის უკან, როდესაც ოსმალეთის იმპერიაში განხორციელდა სომეხთა გენოციდი. მე ასევე მაშფოთებს ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანის ოფიციალური პირები სომხეთის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმით იმუქრებიან. ამ უკანასკნელის დაბომბვა არა მხოლოდ სომხეთს, არამედ ჩვენს ყველა მეზობელს დააზიანებს, ყურეს ქვეყნებამდე და გახდება ჩერნობილი რეგიონისთვის. ”იმედი მაქვს, რომ ძველი სამყაროდან ამ ახალში რთული გადასვლის დროს, ჩვენ არ დავკარგავთ საღ აზროვნებას, ვიმოქმედებთ ადამიანურად, ფოკუსირებას მოვახდენთ მომავალზე, დავაფასებთ იმას, რაც წარსულში შევქმენით”, – ნათქვამია განცხადებაში.