კულტურა

სუნისა და გემოს გარეშე: სომხეთი პირველად მიიღებს მონაწილეობას რესტორნების სპორტულ კონკურსში

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ სომხეთი პირველად მიიღებს მონაწილეობას რესტორნების სპორტის მსოფლიო ჩემპიონატში. ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენის მისია წილად ხვდა კულინარს,  სედრაკ მამულიანის კულინარიული სკოლის კურსდამთავრებულს ჰოვიკ მკრტჩიანს. ამის შესახებ ,,სპუტნიკი სომხეთ“-თან საუბრისას განახცადა  რესტორნების სპორტის სომხეთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, არასამთავრობო ორგანიზაციის სომხური კულინარიული ტრადიციების განვითარების და დაცვის თავმჯდომარემ, სედრაკ მამულიანმა.

რესტორნების სპორტის მსოფლიო ფედერაცია 2018 წელს დააარსა ისრაელელმა ალექს რაბინოვიჩმა. 2019 წლის დეკემბერში რაბონოვიჩი ჩამოვიდა სომხეთში და გახსნა სომხეთის ფედერაცია. ყოველწლიური კონკურსის დროს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იბრძვიან საუკეთესო შეფ-მზარეულის, მიმტანის და ბარმენის ტიტულების მოსაპოვებლად.

მამულიანმა აღნიშნა, რომ წელს ტურნირი უნდა ჩატარებულიყო ბულგარეთში, მაგრამ COVID-19– ის გამო ის გადატანილ იქნა სანკტ-პეტერბურგში და 11 სექტემბერს გაიმართება.
”მაგრამ ვინაიდან საზღვრები დაკეტილია, გადაწყვიტეს კონკურსის ონლაინ ჩატარება. ”ჩვენი მზარეული წარმოგიდგენთ ცხელ კერძებს ქათმის მკერდისგან და ხბოს ხორცისგან, ასევე სალათს”, – აღნიშნა მამულიანმა.
მამულიანი მაღალ შეფასებას აძლევს სომხური მხარის შანსებს ამ კონკურსში. ის დარწმუნებულია, რომ ჩვენი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სომხეთმა უნდა გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა ადგილობრივი სამზარეულოს გამოსაჩენად.

”ეს არის ერთ-ერთი პლატფორმა, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია მსოფლიოს ვაჩვენოთ ჩვენი სარესტორნო ინდუსტრია, ტრადიციები და კულტურა. ასევე მას შეუძლია ხელი შეუწყოს ტურიზმის განვითარებაში?” – აღნიშნა მამულიანმა.
მამულიანმა ხაზი გაუსვა, რომ ჟიური შეაფასებს კერძის ვიზუალურ სახეს, დამზადების პროცესს, მაგრამ წელს მის დეგუსტაციას ვერ შეძლებს. შედეგები გამოცხადდება 11 სექტემბერს.
ალექს რაბინოვიჩის სომხეთში ჩამოსვლამ და რესტორნების სპორტის სომხეთის ფედერაციის გახსნამ ქვეყანაში საწყისი დაუდო ”რესტორნების კონკურსებს”.

ნახეთ მეტი
Back to top button