ანალიტიკა

კიდევ ოთხი გამანადგურებელი და განახლებული მოიერიშე. სომხეთ-რუსეთის თანამშრომლობის უპრეცედენტო დონე

სომხეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთთან SU-30SM მრავალფუნქციური გამანადგურებლების ახალი ჯგუფის შესაძენად. ეს ინფორმაცია რადიო “თავისუფლების” სომხური სამსახურის “კვირის ანალიტიკა” პროგრამის ფარგლებში მოგვაწოდა სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა დავით ტონოიანმა, შეეხო რა სამხედრო-ტექნიკურ სფეროსა და სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებულ რიგ მნიშვნელოვან საკითხებს.

სამხედრო კომენტატორმა ლეონიდ ნერსისიანმა “პირველ საინფორმაციოს“-თან საუბრისას განაცხადა, რომ ზოგადად, როგორც არაერთხელ იყო ნათქვამი და როგორც თავად მინისტრმა ტონოიანმა აღნიშნა, დაგეგმილია 12 ერთეული SU-30SM მრავალფუნქციური გამანადგურებლის შეძენა და ერთი ესკადრილიის ჩამოყალიბებით საბრძოლო ავიაციის შექმნა, რომლის არსებობა და როლი ძალზე მნიშვნელოვანია ამჟამინდელი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის თავდაცვის პოლიტიკაში. და ვინაიდან გამანადგურებლების შეძენა ეტაპობრივად ხორციელდება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამჯერად გაფორმდება ხელშეკრულება კიდევ ოთხი გამანადგურებლის შეძენის შესახებ.

”ვფიქრობ, ეს ეხება ამ ოთხი მანქანის კონტრაქტს. ხოლო თუ ჩვენ მიწოდების პირობებზე ვისაუბრებთ, ვფიქრობ, ეს მოხდება ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ, რადგან ქარხანაში მათ წარმოებას მინიმუმ წელიწადი დაჭირდება”, – აღნიშნა სამხედრო კომენტატორმა და დასძინა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი არმიის მოიერიშეების მოდერნიზაციაც, რომელზეც ხელი მოეწერა შეთანხმებას მოსკოვში. მოდერნიზაციისა და შეკეთების შემდეგ, SU-25 მოიერიშეები, განსაკუთრებით გამანადგურებლებთან ერთად, ძალიან თანამედროვე და ძლიერი ტიპის სამხედრო სახეობები ხდებიან.

ნახეთ მეტი
Back to top button