მიხეილ სააკაშვილი წარდგენილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე

როგორც „სპუტნიკი არმენია“ წერს, მიხეილ სააკაშვილი გაერთიანებულმა ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიგინგზე “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
“მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს საქართველოში და ის უნდა იყოს პირისპირ თავის ხალხთან. ზუსტად ამიტომ, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალმა ყველა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, მისი კანდიდატურა დავასახელოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად” – განაცხადა ვაშაძემ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. სააკაშვილი ხელმძღვანელობდა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ქვეყნის დატოვებამდე.
მანამდე სააკაშვილმა Facebook- ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში თქვა, რომ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. მან აღიარა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ბევრი შეცდომა იყო, მაგრამ დღეს მან მიიღო საკმარისი გამოცდილება, რომ ღირსეულად “ემსახურა თავის ქვეყანას”.