ანალიტიკამთავარი

პროვოკაცია ნახჭევანიდან: ჰიბრიდული შეტევა საქართველოზე

ქართველმა მესაზღვრეებმა  თურქული სატვირთო მანქანა შეაჩერეს, რომელიც მძღოლის თქმით, ნახჭევანიდან მოდიოდა და საქართველოში მარილი მიჰქონდა. მესაზღვრეებმა მოითხოვეს ახსნა-განმარტება  სატვირთო ავტომობილზე გაკრული ორი დიდი პორტრეტის გამო. ერთ-ერთი მათგანია ომარ ხალისდემირი, რომელიც 2016 წელს დაიღუპა თურქეთში გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგ ქმედებებში, ხოლო მეორე – მუბარიზ იბრაჰიმოვი.

იბრაჰიმოვი იყო სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც დივერსია განახორციელა  სომეხთა პოზიციებზე  სოფელ ჩაილუში 2010 წელს, მაშინ დივერსიულმა ოპერაციამ ოთხი სომეხი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე შეიწირა. იბრაჰიმოვი მოკლეს სომხეთის შეიარაღებული ძალების საპასუხო ოპერაციის დროს და მისი ცხედარი სომხეთის მხარეს დარჩა. ილჰამ ალიევმა იბრაჰიმოვს სიკვდილის შემდეგ აზერბაიჯანის გმირის წოდება მიანიჭა.

და აი, თურქმა მძღოლმა გადაკვეთა საქართველოს ტერიტორია თავის სატვირთო მანქანაზე გაკრული  ორი ადამიანის პორტრეტით.  ქართველმა მესაზღვრეებმა შესძლეს თავიდან აეცილებინათ დივერსია, ამჟამად  ინფორმაციულ-პროპაგანდისტული, რომელსაც სატვირთო მანქანის მძღოლი ახორციელებდა საქართველოს წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ, ინფორმაციის თანახმად, მას სთხოვეს, რომ იბრაჰიმოვის სურათი ჩამოეხსნა, სწორედ  სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გამო. რაც შეეხება მეორე სურათს, რომელიც დაიღუპა თურქული გადატრიალების წინააღმდეგ მოქმედებებში, მესაზღვრეები პრობლემას ვერ ხედავდნენ. საქართველოს მხარემ ნება არ მისცა აზერბაიჯანელი დივერსანტის სურათით ევლო საქართველოს ტერიტორიაზე და ასეთი სახით  მიერთებოდა  სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ასე ვთქვათ აზერბაიჯანულ-თურქულ ლოგიკას.

ბაქო და ანკარა აშკარად ცდილობენ ამას, აძლიერებენ სხვადასხვა ჰიბრიდულ თავდასხმებს საქართველოზე. ამასთან, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მათი ამოცანა სულაც არ არის, რომ საქართველო გახდეს მათი მოკავშირე ან პარტნიორი სომხეთისა და არცახის წინააღმდეგ. მათთვის საქართველო არის პირდაპირი სამიზნე, ცალკე მიზანი და ამ თვალსაზრისით, სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტისათვის დამახასიათებელი მცირე ნიუანსიც კი  იარაღია ან საშუალება საქართველოს ეტაპობრივად ქსელში გაბმისთვის.

თბილისი აშკარად ეწინააღმდეგება ამას, თუმცა არ ირჩევს უფრო უხეშ და მკვახე დაპირისპირებას. რამდენიმე საკითხი აიძულებს საქართველოს თავიდან აიცილოს პირდაპირი და უხეში  კონფლიქტი  ორივე მეზობელთან. საინტერესოა რამდენად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდება თბილისი  ამ  თურქულ-აზერბაიჯანული ჰიბრიდული შეტევების ფონზე,რომლებიც ნელ-ნელა უფრო ინტენსიური ხდებიან, მაშინ როცა ბაქო  და ანკარა მიდიან ვა-ბანკზე. უფრო სწორად, მიდის ანკარა და მიათრევს ბაქოს.  

ნახეთ მეტი
Back to top button
Close