პოლიტიკა

სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის მზად არის გახდეს საქართველოს პრემიერ მინისტრი, მაგრამ მაქსიმუმ მხოლოდ ორი წლით

,,News.am” ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის მზად არის გახდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ შეზღუდული ვადით – მხოლოდ ორი წლის განმავლობაში. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ჩამოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყანაში ”დაპირისპირებას და არეულობას” არ გამოიწვევს, იტყობინება ,,ნოვოსტი გრუზია”.

უკრაინაში მყოფმა საქართველოს ექსპრეზიდენტმა Facebook- ის გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო გზავნილი, რომელშიც მან განმარტა, თუ როგორ ხედავს მის მონაწილეობას საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუ ოპოზიცია მოიგებს 31 ოქტომბრის მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს.

”ნაციონალური მოძრაობის პარტიამ და უამრავმა ადამიანმა მთხოვა გამხდარიყავი მთავრობის მეთაური, საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ბევრს ვფიქრობ ამაზე და მინდა ვთქვა, რომ მზად ვარ ვიკისრო ეს ფუნქცია, მაგრამ არა იმისთვის, რომ მოვიდე ხელისუფლებაში ან იმიტომ, რომ ძალაუფლება მენატრება … მინდა ვთქვა, რომ მე არ ვიქნები პრემიერ-მინისტრი სრული ვადით, არამედ მაქსიმუმ ორი წლით, რადგან ეს ორი წელი საკმარისი იქნება ქვეყნის ჭაობიდან ამოსაყვანად და სწრაფად წინსვლისთვის. და ამაში დარწმუნებული ვარ.

მე მზად ვარ ეს  საკუთარ თავზე ავიღო და ვიმუშაო 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე, და თქვენ იცით, რომ ამის შესაძლებლობა მაქვს, რომ ჩვენ ყველამ, განსხვავებული შეხედულების ადამიანმა, გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა სააკაშვილმა.

ნახეთ მეტი
Back to top button