საერთაშორისო

საქართველომ ქვეყანაში შესვლის ახალი წესები დაადგინა

როგორც newus.am -ი წერს, უცხოელებს, რომლებიც 15 სექტემბრიდან შევლენ  საქართველოში, უნდა ჰქონდეთ 72 საათიანი PCR ტესტის შედეგი, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ღონისძიება აუცილებელია რისკების სამართავად და სიტუაციის გასაკონტროლებლად.

მხოლოდ გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში შემოსვლის უფლება უპირობოდ.

ამ ეტაპზე შესვლის უფლება 13 სხვა ქვეყნის მოქალაქეს მიეცემა, მათ შორის ესპანეთის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, საბერძნეთის, შვედეთის, ხორვატიის, იტალიის, სლოვაკეთის, ისლანდიის და კვიპროსის. ამ ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში ჩამოსვლისთანავე საკარანტინოში უნდა იყვნენ საკუთარი ხარჯებით. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საკარანტინო პერიოდი 12-დან 8 დღემდე შემცირდა.

ნახეთ მეტი
Back to top button