ანალიტიკა

ყურადსაღები საპარლამენტო არჩევნები საქართველოში. როგორ პოზიციებს დაიკავებენ სომხები ჯავახეთში და თბილისში?

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება, შესაბამის აქტს ხელი უკვე მოაწერა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. არჩევნები ამჯერად განსაკუთრებულია იმით, რომ მონაწილეობის მიღების სურვილი ბევრმა პარტიამ გამოთქვა. თემასთან დაკავშირებით ,,პირველი საინფორმაციო“ ესაუბრა ინიციატივა ,,მრავალეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელს არნოლდ სტეფანიანს (საქართველო, თბილისი).

სტეფანიანის თქმით, საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია. ამჯერად კანონმდებლობა საშუალებას იძლევა, რომ ის პარტიები, რომლებიც ერთ პროცენტზე მეტ ხმას მიიღებენ, შევიდნენ პარლამენტში. ეს არის შერეული საარჩევნო კოდექსიდან პროპორციულში გადასვლის გარკვეული გარდამავალი პერიოდი. მან განაცხადა, რომ საქართველოში დეპუტატებს ბოლო ჯერ აირჩევენ მაჟორიტარული და პროპორციული სისტემით, შემდეგში იქნება მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემა. ამჯერად ბარიერი ერთ პროცენტამდე შემცირდა, რამაც ყველა აქტიური პოლიტიკური ძალა აიძულა მონაწილეობა მიეღო საარჩევნო კამპანიაში და ახლა აქტიური წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. შეეხო რა სომხების პოზიციას თბილისსა და ჯავახეთში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, სტეფანიანმა აღნიშნა:

”თბილისში ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უფრო მეტია, ხალხს მეტი ინფორმაცია და უფრო ფართო წარმოდგენა აქვს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის საქმიანობის შესახებ. მე ვიტყოდი, რომ თბილისში არჩევანის შესაძლებლობა უფრო ფართოა, ვიდრე ჯავახეთში, მაგრამ ჯავახეთშიც გარკვეულწილად შეიცვალა სიტუაცია. საქართველოში საარჩევნო ოლქები გაფართოვდა, მაგრამ ჯავახეთში როგორც იყო ნინოწმინდასა და ახალქალაქში, ისევე დარჩება. აქ იქნება ერთი მაჟორიტარული მანდატი, ერთი ადამიანი შეიძლება შევიდეს პარლამენტში მმართველი ძალების სიით. მე არ ვიცი რამდენადაა მმართველი პარტია განწყობილი, რომ   თბილისიდან ვინმე გავიდეს, მაგრამ ვინმე იქნება ამ სიაში. ოპოზიციური ძალების სიაში სომხებიც იქნებიან, მაგრამ აქ საკითხი შემდეგია, თუ რამდენად გამსვლელ ადგილებში იქნებიან ისინი”.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ მიიღებენ მონაწილეობას აზერბაიჯანელები არჩევნებში, სტეფანიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს პარტიის შექმნას ეთნიკური და რელიგიური ნიშნით. საკითხი არ ეხება მხოლოდ ეთნიკურ უმცირესობებს, ეთნიკურ უმრავლესობასაც არ შეუძლია შექმნას პოლიტიკური პარტია ამ ნიადაგზე დაყრდნობით.

ნახეთ მეტი
Back to top button