
ეს უკვე მეორედ ხდება, რომ სომხეთი არ მონაწილეობს გაეროს კენჭისყრაში რეზოლუციის შესახებ, რომელიც ეძღვნება დევნილთა ბედს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. სომხეთი რეზოლუციას 2008 წლიდან ეწინააღმდეგებოდა და რისთვისაც იმსხურებდა ქართული პოლიტიკური და ექსპერტული წრეების კრიტიკას. „არაჯინ ლრატვაკან“-თან ინტერვიუში ამ თემას შეეხო პოლიტოლოგი გელა ვასაძე, სადაც აღნიშნა, რომ გასაგებია, რომ სომხეთის რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობა ეხება არა თუ საქართველოს, არამედ სომხეთის საგარეო პოლიტიკას და ზოგადად დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობას.
”შეგვიძლია ვთქვათ, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკური კურსი იცვლება? არა, არ შეგვიძლია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დამოუკიდებლობის გარკვეული ინდიკატორია? ალბათ შეგვიძლია. ერევანის ეს ნაბიჯი პირველ რიგში არის ნაბიჯი იმისკენ, რომ წინააღმდეგობა არ გაუწიოს მთელ ცივილიზებულ სამყაროს, რომელმაც ერთხმად დაუჭირა მხარი ამ რეზოლუციას. სომხეთის ახალი ხელისუფლების ასეთი დაპირისპირება ოდნავ არალოგიკური შეიძლება მოგვჩვენებოდა.
აშკარაა, რომ საქართველო სომხეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, ყველაზე მნიშვნელოვანი გზები საქართველოზე გადის, ამიტომ როგორც ყოფილმა, ისე ამჟამინდელმა ხელისუფლებამ გააცნობიერა საქართველოსთან ურთიერთობის მნიშვნელობა. მთელი კითხვა არის ის, სომხეთის ამ ნაბიჯმა რა გავლენა მოახდინა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებზე და საზოგადოების ცნობიერებაზე. Მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები ვითარდება, ხოლო ქართულ საზოგადოებას მიაჩნია, რომ ეს ბუნებრივი გადაწყვეტილებაა, ”აბა სხვაგვარად როგორ უნდა მოიქცნენ კარგი მეზობლები?” – თქვა გელა ვასაძემ.
დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ ოფიციალურმა თბილისმა სომხეთთან ურთიერთობაში გარკვეული ცვლილებები შეიტანა. მაგალითად, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლოდროინდელი შეტაკებების დროს მან ისაუბრა მხოლოდ რეგიონალური სტაბილურობის აუცილებლობაზე და არ გამოხატა გამოკვეთილი პროაზერბაიჯანული აზრი, აღნიშნა ვასაძემ.
”ეს უფრო დაკავშირებულია საქართველოში არსებულ შიდა მდგომარეობასთან. საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოებაა აზერბაიჯანულ და სომხურ თემებს შორის შიდა დაპირისპირების თავიდან აცილება, რაც საკმაოდ მყარი ფორმით წარმოგვიდგება. ამიტომ, ნეიტრალიტეტის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანი იარაღია საქართველოსთვის, რაც, უპირველეს ყოვლისა, დიდ მნიშვნელობას იძენს მოახლოებული არჩევნების წინა პერიოდში.