მთავარისაერთაშორისო

კორონავირუსის მდგომარეობა საქართველოში უარესდება: მოსახლეობას Sms-ები ეგზავნება

საქართველოს მთავრობამ მოუწოდა ქვეყნის მოსახლეობას, განსაკუთრებით მათ, ვინც ბოლო 12 დღის განმავლობაში აჭარაში იმყოფებოდა, მიმართონ სამედიცინო დახმარებას ან დარეკონ 112 ცხელ ხაზზე, თუკი მათ აქვთ COVID-19 სიმპტომები. ამის შესახებ ნათქვამია ქვეყნის მოქალაქეებისადმი გაგზავნილ SMS- ში.

საქართველოს ხელისუფლებამ ასეთი მოწოდება გააკეთა ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსული შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო.

ქვეყნის ხელმძღვანელობა ურჩევს, ნიღბები ატარონ დახურულ შენობაში, დაიცვან  სოციალური დისტანცია  კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსული ინფექციების რაოდენობა 44-ით გაიზარდა, აქედან 23 შემთხვევა  აჭარას უკავშირდება.

ნახეთ მეტი
Back to top button