საზოგადოება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასტრიდ ფანოსიანი დააჯილდოვა ეროვნული ორდენით

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავისი ყოფილი მრჩეველი ჩვენი თანამემამულე ასტრიდ ფანოსიანი დააჯილდოვა ეროვნული ორდენით “დამსახურებისთვის”.

ელისეის სასახლეში გამართული ლამაზი ცერემონიის დროს, ფანოსიანი აღიარეს მერიტის ეროვნული ორდენის რაინდად. ინფორმაცია მის ტვიტერის მიკრობლოგზე დაწერა საფრანგეთში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჰასმიკ ტოლმაჯიანმა.

ასტრიდ ფანოსიანი არის საფრანგეთის ცენტრისტული ლიბერალური პოლიტიკური პარტიის “წინ რესპუბლიკა” თანადამფუძნებელი. პარტია დაარსდა 2016 წლის 6 აპრილს. ის ასევე არის Unibail-Rodamco SE უძრავი ქონების კომპანიის დირექტორი და გენერალური დირექტორი.

გარდა ამისა, ფანოსიანი მუშაობდა საფრანგეთის ეკონომიკის, მრეწველობისა და ციფრული ტექნოლოგიების მინისტრის მრჩეველად, სადაც ის იყო პასუხისმგებელი  ეკონომიკური მიმზიდველობისა და საერთაშორისო ინვესტიციებისთვის.

ასტრიდ ფანოსიანმა დაამთავრა საფრანგეთის კომერციის უმაღლესი სკოლა და პარიზის პოლიტიკური კვლევების IEP- ის ინსტიტუტი. მან საფრანგეთის ჰარვარდის უნივერსიტეტში მიიღო სახელმწიფო მართვის მაგისტრის ხარისხი.

ნახეთ მეტი
Back to top button