საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განახლებული სტატისტიკა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.
სულ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 773 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა სულ 1 325 შეადგენს.
ამ დრომდე კარანტინის რეჟიმში რჩება 5 882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსს ქვეყანაში 19 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.