მთავარისაზოგადოება

სერჟ სარგსიანის კორონავირუსის ტესტის პასუხი ცნობილია

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ სერჟ სარგსიანის ადვოკატმა ამრამ მაკინიანმა სასამართლოს წარუდგინა სამედიცინო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, სარგსიანს მწვავე რესპირატორული ინფექცია ჰქონდა და სახლში მაღალი სიცხით იწვა.

სომხეთის რესპუბლიკის მესამე პრეზიდენტის კანცელარიის ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის მესამე პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კორონავირუსის ტესტზე პასუხი უარყოფითი იყო.

”სერჟ სარგსიანს, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, 2 სექტემბერს დაუსვეს მწვავე რესპირატორული ინფექცია, რომელსაც თან ახლავდა ცხელება. ხდება მისი გამოჯანმრთელება”, – აღინნიშნება სომხეთის რესპუბლიკის მესამე პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში.

შეგახსენებთ, რომ 3 სექტემბერს სერჟ სარგსიანის  საქმეზე სასამართლო სხდომა გადაიდო მისი არყოფნის გამო.

დამცველმა ამრამ მაკინიანმა სასამართლოში წარადგინა სამედიცინო დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც, სარგსიანს მწვავე რესპირატორული ინფექცია ჰქონდა და სახლში იწვა მაღალი სიცხით.

ნახეთ მეტი
Back to top button