პოლიტიკა

ქართველი დეპუტატების მოსაზრებით, სააკაშვილი ვერ გახდება პრემიერ-მინისტრი

,,არმენპრესი“ წერს, რომ ქართველი დეპუტატების მოსაზრებით, ხალხს არ სჯერა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებების, რომლითაც ის ინანიებს შეცდომებს თავისი მმართველობის პერიოდში და ფიქრობენ, რომ იგი ვერ გახდება პრემიერ-მინისტრი შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნების შედეგებით.

მანამდე სააკაშვილმა ფეისბუქის ვიდეოში მადლობა გადაუხადა უკრაინას, როგორც მის “მეორე სახლს” და თქვა, რომ ის ახლა სახლში ბრუნდება. პოლიტიკოსმა აღიარა, რომ პრეზიდენტობის დროს მან ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ახლა მას აქვს საკმარისი გამოცდილება ღირსეულად “ემსახუროს თავის ქვეყანას”.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ იგი მიესალმება მისი ყოფილი პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას, რომელსაც სურს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრად მისი კანდიდატურა დააყენოს და გამოთქვა მზადყოფნა დაიკავოს ეს თანამდებობა, მაქსიმუმ ორი წლის განმავლობაში. მისი თქმით, ეს პერიოდი საკმარისია იმისათვის, რომ “საქართველო ჭაობიდან ამოიყვანოს”. არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

”განცხადებები იმის შესახებ, რომ ის ყველაფერს ნანობს, ცოტას სჯერა”, – თქვა რომან კაკულიამ, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.

დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ “მიხეილ სააკაშვილი ვერასოდეს გახდება საქართველოს პრემიერ-მინისტრი.მისი სასაცილო განცხადებები არანაირად არ მოქმედებს წინასაარჩევნო გარემოზე. ის ვერასოდეს გახდება პრემიერ მინისტრი ორი, ოთხი ან ექვსი წლის განმავლობაში, რადგან ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს”, – განუცხადა მან ჟურნალისტებს, იუწყება ,,რია ნოვოსტი“.

ნახეთ მეტი
Back to top button