მთავარისაზოგადოება

45 სომეხმა ახალგაზრდამ მიიღო მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლის საგზური

ფონდმა „ჩემი ნაბიჯი“  დააჯილდოვა სომეხი ახალგაზრდები   უცხოეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლის სტიპენდიით. ამის შესახებ იტყობინება ფონდის პრეს-სამსახური.

სტიპენდიის პროგრამა, რომელიც ემყარება ადამიანური კაპიტალის განვითარებას განათლების გზით, არის ფონდის “ჩემი ნაბიჯი” ერთ-ერთი მთავარი მიმართულება.

45 ახალგაზრდას აქვს შესაძლებლობა ისწავლოს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში თავისი პროფესიით. სავალდებულო მოთხოვნაა  დაბრუნდეს სომხეთში და ნასწავლი მოახმაროს სამშობლოს კეთილდღეობას.

ფონდი აფინანსებს სწავლებას  სომხეთის განვითარების პრიორიტეტულ სპეციალობებში, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა, ვეტერინარია, ჯანდაცვის მენეჯმენტი, მედიცინა, მონაცემთამცოდნეობა,  სტატისტიკა, ურბანული დაგეგმარება და ა.შ.

”ფონდის სტიპენდიის პროგრამის მიზანია სომეხმა ახალგაზრდებმა მიიღონ პროფესიები  მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში, რომლებიც სომხეთის მდგრადი განვითარებისათვის არის საჭირო ”, – თქვა ჰოვანეს ღაზარიანმა, ფონდ “ჩემი ნაბიჯის” აღმასრულებელმა დირექტორმა.

ღაზარიანის თქმით, ისინი ორი წლის განმავლობაში არ იშურებდნენ ძალისხმევას  სასტიპენდიო პროგრამის განსახორციელებლად. პროგრამა გახდა გამჭვირვალე, მოიპოვა ნდობა და შემუშავებული იქნა მუსაობის  პროგრამა  სტიპენდიის გამოცხადებიდან სომხეთში დაბრუნებამდე.

ფონდ  “ჩემი ნაბიჯის” აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, პროგრამის ეფექტურობის გაზრდის პროცესი უწყვეტი იქნება.

”სულ რაღაც სამ წელიწადში ჩვენ შევქმენით სტიპენდიანტთა საზოგადოება.  ეს არის 100-მდე სპეციალისტი, რომელთაგან თითოეულს შეუძლია დიდი ცვლილებების ტალღა შემოიტანოს საკუთარ  სფეროში”, – თქვა ღაზარიანმა.

ღონისძიების ბოლოს სტუდენტებს გადაეცათ სტიპენდიანტის  სერტიფიკატები.

ნახეთ მეტი
Back to top button