საერთაშორისო

აზერბაიჯანმა საქართველოდან 19 მილიონი დოლარის ინვესტიცია გაიტანა

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანმა საქართველოდან 19 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია გაიტანა, იუწყება აზერბაიჯანული სააგენტო Report.

ინვესტიციების ოდენობამ იანვარ-მარტში შეადგინა 13,9 მილიონი დოლარი, აპრილ-ივნისში – 5,1 მილიონი აშშ დოლარი.

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში 409,4 მილიონი აშშ დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა საქართველოს ეკონომიკაში, რაც 25.5% -ით ნაკლებია, ვიდრე წინა წლის ანალოგიური მაჩვენებელი.

ნახეთ მეტი
Back to top button