საზოგადოება

თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, საწოლების რაოდენობა საკმარისი არ იქნება – კალოიანი

,,მთავარი არხი” წერს, რომ ხელისუფლება და ჯანდაცვის სამინისტრო პანდემიის მეორე ტალღისთვის საკმარისად არ მოემზადა. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ამბობენ რომ თუ კორონავირუსის ზრდის ტენდენცია გაგრძელდა, ჯანდაცვა ვეღარ გაუძლებს და საწოლებიც კი არ იქნება საკმარისი: 

თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, საწოლების ეს რაოდენობა არ იქნება საკმარისი და აუცილებელი იქნება სხვა ჰოსპიტლების და სხვა საწოლების მობილიზება. როგორც სიტყვიერად გვეუბნებიან, ხელოვნური სუნთქვის აპარატები და ინტენსიური თერაპიის შესაძლებლობა არსებობს, თუმცა კონკრეტული ციფრი, განსხვავებით საწოლებისგან, არ ვიცით რა ხარისხით და რა რაოდენობის აღჭურვილობა გვაქვს დღეს ჰოსპიტლებში” – ამბობს კრიტიკული მედიცინის ასოციაციის ხელმძღვანელი ვახტანგ კალოიანი

შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით, ინფექცია დაუდასტურა დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს, “ტვ პირველის” თანამშრომელს.

სულ კი ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ნახეთ მეტი
Back to top button