მამობის შვებულების შესაძლებლობა. პარლამენტის კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი

,,1in.am“ წერს, რომ სომხეთის ეროვნული ასამბლეის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მუდმივმოქმედმა კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც კერძოდ ითვალისწინებს მამობის შვებულების შესაძლებლობას.
წოვინარ ვარდანიანმა კომისიის სხდომაზე წარადგინა კანონპროექტი სომხეთის რესპუბლიკის შრომის კოდექსში დამატებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, რომლის ავტორები არიან ფრაქციის “ჩემი ნაბიჯი” დეპუტატები წოვინარ ვარდანიანი, სონა ღაზარიანი, ლუსინე ბადალიანი, არმენ ფამბუხჩიანი და ნარეკ ზეინალიანი.
დადგენილია, რომ 1 წლამდე ასაკის ბავშვის ფაქტობრივი მზრუნველის შრომის არსებითიპირობები არ შეიძლება შეიცვალოს ნაკლებად ხელსაყრელი პირობებით, გარდა თანამდებობის სახელწოდებისა და/ან კატეგორიისა.
პროექტით განისაზღვრება მამობის შვებულებაც. ”ბავშვის დაბადებიდან 30 დღის განმავლობაში, ახალშობილი მამის სურვილით, გათვალისწინებულია ანაზღაურებადი შვებულება 5 სამუშაო დღით, რომლის თითოეული დღისთვის ანაზღაურება ხდება დასაქმებულის საშუალო დღიური ხელფასით”, – აღნიშნა ვარდანიანმა.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ეს დებულება ამოქმედდება 2021 წლის 1 იანვრიდან.
“ნათელი სომხეთის” ფრაქციიდან სრბუჰი გრიგორიანმა შესთავაზა, რომ მამობის ორდღიანი შვებულების გადახდა განახორციელოს დამსაქმებელმა, ხოლო დანარჩენი სამი დღის განმავლობაში სახელმწიფომ. პროექტის ავტორმა ვარდანიანმა თავი შეიკავა ამ წინადადების მიღებისგან.
კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.