საზოგადოება

რეალითი შოუ Keeping Up with Kardashians აღარ გადაიღება

,,სპუტნიკი სომხეთი“ -ს ინფორმაციით, კიმ კარდაშიანმა აღნიშნა, რომ სატელევიზიო შოუს ბოლო სეზონი ეთერში გავა 2021 წლის დასაწყისში.

ამერიკელი სომეხი ტელევარსკვლავის კიმ კარდაშიანის ოჯახის შესახებ რეალითი შოუ Keeping Up with Kardashians აღარ გადაიღება! სატელევიზიო შოუ, რომელმაც დიდი აღიარება მოუტანა კარდაშიანების ოჯახს, 14 წლის ეთერში გასვლის შემდეგ დაემშვიდობა მაყურებელს. ინფორმაცია მისი ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა კიმ კარდაშიანმა.

კარდაშიანის თქმით, ასეთი გადაწყვეტილების მიღება მათი ოჯახისთვის უკიდურესად რთული იყო.

”ჩვენი ბოლო სეზონი ეთერში გავა მომავალი წლის დასაწყისში. მე ყველას მადლიერი ვარ, ვინც მხარი დაგვიჭირა მე და ჩემს ოჯახს ბოლო 14 წლის განმავლობაში. ”ამ შოუმ ჩვენ გაგვხადა ის, რაც ვართ, და მე სამუდამოდ ვალდებული ვარ მათ წინაშე, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩვენი კარიერის ჩამოყალიბებაში და სამუდამოდ შეცვალა ჩვენი ცხოვრება”, – წერს კიმი.

შეგახსენებთ, რომ რეალითი შოუს Keeping Up with Kardashians -ის პრემიერა შედგა 2007 წლის ოქტომბერში. ეს ყოველთვის იყო სკანდალური და სენსაციური, რამაც მილიონობით ტელემაყურებელი მიიპყრო.

ნახეთ მეტი
Back to top button