სააკაშვილის დაბრუნება პიარის საკითხია. საქართველოს კანონის თანახმად, იგი ციხეში მოხვდება ̶ ვან ბაიბურთი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის მზადაა პრემიერ- მინისტრის თანამდებობა დაიკავოს ორი წლითი, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს. „არაჯინ ლრატვაკან“-ი ესაუბრა ცნობილ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მოღვაწეს, ვან ბაიბურდს (საქართველო, თბილისი), საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მრჩეველს ამ მხრივ შესაძლო მოვლენების შესახებ.
ბაიბურთის თქმით, თბილისი მშვიდად ღებულობს სააკაშვილის განცხადებებს.
„არა მგონია, დიდი ცვლილებები მოხდეს, მაგრამ მისი მომხრეებისთვის ეს „დოპინგს“ ჰგავს. რა თქმა უნდა, ექნება გარკვეული გავლენა, მაგრამ არა ისეთი, რომ მისმა პარტიამ მიაღწიოს დიდ წარმატებებს. 31 ოქტომბრის შემდეგ, ყველა დაინახავს, რომ პარტიას ექნება, როგორც ამბობენ, რკინის 15-20%.
რაც შეეხება სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებას საქართველოში, შემიძლია ვთქვა, რომ რადგან იგი გასაართლებულია, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, იგი უნდა იყოს ციხეში. მაგრამ ეს დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევს. არა მგონია, ის გადადგას ამ ნაბიჯს. ეს უფრო პიარის საკითხია. ნება მიბოძეთ ვთქვა, რომ “ქართული ოცნების” პარტიის წარმატებები მეტყველებს იმაზე, რომ ხალხს სჯერა ამ პარტიის. მე მჯერა, რომ დღეს ვერც ერთი პარტია კონკურენციას ვერ გაუწევს ქართულ ოცნებას. დემოკრატიამ საქართველოში “ქართული ოცნების” დროს რეკორდულ დონეს მიაღწია. სააკაშვილის დროს ბევრი რამ გაკეთდა პოლიციის, უსაფრთხოების ძალების, სამართლიანობის სფეროებში. ამ კარგ საქმეებთან ერთად, თავის ბოლო სიტყვაში მან აღიარა, რომ ბევრი შეცდომა დაუშვა, რისთვისაც ის დაისაჯა. ზოგადად, პოლიტიკა ძალიან ჰგავს რაკეტას, რომელიც კოსმოსში გადის. ხელისუფლებაში მოსულ ყველა პარტიას აქვს სხვადასხვა დონის საქმიანობა, ისე როგორც რაკეტას, ყველა კარგ საქმეს აკეთებს. თუ ვიმსჯელებთ ბოლო მმართველი პარტიების მიერ ჩადენილ ქმედებებზე, ეს რაკეტა საკმაოდ მაღალ დონეზე აფრინდა. ”რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ სააკაშვილის დროს არაფერი გაკეთებულა და ამჟამინდელმა მმართველმა პარტიამ, ბიძინა ივანიშვილის პარტიამ, ეს რაკეტა ძალიან მაღალ დონეზე აიყვანა, ყველა სფეროში, უფრო მაღლა, ვიდრე წინა პარტიებმა”, – თქვა ბაიბურდმა.