
,,1in.am” წერს, რომ 9 სექტემბერს თავდაცვის მინისტრმა დავით ტონოიანმა მიიღო პოლონეთის ელჩი სომხეთში, განიხილეს სომხეთ-პოლონეთის სამხედრო თანამშრომლობის საკითხები. იმავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია სომხეთში თავდაცვის მინისტრისა და ბრიტანეთის საქმეთა დროებითი რწმუნებულის შეხვედრის შესახებ.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო დიდი ხანია სომხეთში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების ყურადღების ცენტრშია, რაც ასოცირდება ივლისის ტავუშის ბრძოლების და მათ შედეგად სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ახალი სამხედრო-პოლიტიკური ლოგიკის ჩამოყალიბებასთან.
სომხეთმა აჩვენა, რომ მას თავად შეუძლია გადაწყვიტოს უსაფრთხოების საკითხები, რამაც ამავე დროს გაზარდა ჩვენი ნდობა ტრატეგიული მოკავშირეებისა და პარტნიორების მიმართ რეგიონალური უსაფრთხოების როლის კონტექსტში. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეს იდეა ტავუშის გამარჯვების შედეგის შესახებ გამოთქვა, სარდარაპატში გმირების დაჯილდოების ცერემონიაზე.
ეს ეხება არსებით ფაქტორს: სომხეთის ნდობას მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების მიმართ, როგორც უსაფრთხოების თავად მოგვარების შესაძლებლობის შედეგს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რეალობა, როდესაც სომხეთი პასუხობს თავის უსაფრთხოების გამოწვევებს დამოუკიდებელი პასუხისმგებლობითა და შესაძლებლობებით, რაც ხელს უწყობს რომელიმე სხვა ქვეყნის მიმართ “ვალის და მოთხოვნის”, განაწყენების, ეჭვის არარსებობას, რაც თავის მხრივ იწვევს სომხეთის მიმართ იგივე რეალობის არარსებობას.
იგი აბალანსებს ურთიერთობას სომხეთსა და ძალაუფლების ცენტრებს შორის, ქმნის ყველაზე ხელსაყრელ გარემოს ინტერესების შერწყმისთვის და აძლიერებს მის, ისედაც “ბუნებრივი მიმზიდველობის” გარემოებას.
შედეგი იგრძნობა როგორც სამხედრო, ასევე დიპლომატიურ-პოლიტიკური თვალსაზრისით, რაც ამთლიანებს სომხეთის სახელმწიფო პოლიტიკის სტრუქტურას. დიპლომატიური მისიების, ელჩებისა და სამხედრო ატაშეების ინტენსიური რეაგირება წარმოადგენს ამ მთლიანობისა და ინტერესთა შეჯერების გარემოს მიმზიდველობის ნათელ დადასტურებას, მიუხედავად გეოპოლიტიკურ ინტერესთა კონტრასტული მრავალფეროვნების გლობალური რეჟიმისა.
სამხედრო დიპლომატიას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს სომხეთის სახელმწიფო პოლიტიკის სტრუქტურაში, როგორც საომარი რეჟიმიდან, ასევე რეგიონალური უსაფრთხოების სისტემის და ძალთა ისტორიულ-პოლიტიკური თანაფარდობის ლოგიკიდან გამომდინარე. ამ თვალსაზრისით, ტავუშის გამარჯვება და სამხედრო დიპლომატიის პროგრესული ტემპი სომხეთს უზრუნველყოფს საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიური მუშაობისთვის მშვიდი და მშვიდობიანი, ამავდროულად, თავდაჯერებული გარემოთი.
ამ თვალსაზრისით, სომხეთს არ გააჩნია რა საგარეო პოლიტიკის ძლიერი ეკონომიკური ბაზა, ის შეიძლება კომპენსირებულ იქნას მაღალი სამხედრო მომზადებისა და უსაფრთხოების პოტენციალით. ამ გზით შესაძლებელია უსაფრთხოების უფრო გრძელი დროისა და სივრცის, საერთაშორისო პარტნიორობის შეჯერების ჩამოყალიბება, უფრო სიღრმისეული ეკონომიკური ბაზის ფორმირებისთვის, რაც საბოლოოდ ამ ყველაფერს საფუძვლად უნდა დაედოს.