მთავარისაზოგადოება
200 მილიონი დოლარის სომხური ინვესტიცია საქართველოში. როდის განხორციელდება პროგრამა: გაზეთი „ჟამანაკ“-ი

როგორც გაზეთი “ჟამანაკ”-ი წერს, ”ჩვენი ქართული წყაროების ცნობით, სომეხი ბიზნესმენების ნაწილი ელოდება საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ფართომასშტაბიანი საინვესტიციო პროგრამის დაწყებას.
ეს არის დაახლოებით 200 მილიონი დოლარი, რომელიც გამოყენებული იქნება 5G ბოჭკოვანი კაბელის ასაშენებლად რუსეთიდან აფხაზეთისა და საქართველოს გავლით სომხეთში. არჩევნების შედეგები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდება, თუ პრორუსული პოლიტიკური ძალები მოიგებენ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში ან თუნდაც მიიღებენ ხმათა მნიშვნელოვან რაოდენობას, ამ შემთხვევაში მხოლოდ ქართული მხარისთვის იქნება შესაძლებელი პროგრამის დმოწონება.“- წერს გაზეთი.