
,,News.am” წერს, რომ სომხეთის საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების პროგრამის შესრულების ნორმალური მსვლელობის უზრუნველსაყოფად, აღმასრულებელმა მთავრობამ 10 სექტემბრის მთავრობის სხდომაზე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
ამის მიხედვით, ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული M6 ვანაძორ-ალავერდი-საქართველოს საზღვარი სახელმწიფოთაშორისი დანიშნულების გზის უსაფრთხოების გაუმჯობესების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 800 მილიონი დრამის გამოყოფა.
გადაწყვეტილების მიზანია სომხეთის რესპუბლიკასა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის 2019 წლის 27 ნოემბერს და 4 დეკემბერს ხელმოწერილი ,,სომხეთის საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების პროგრამის“ სამეზობლო საინვესტიციო ინსტრუმენტის საინვესტიციო საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში შერჩეული კონტრაქტორი კომპანიებისთვის წინასწარი გადახდა, აგრეთვე მოსალოდნელი ორი ახალი სატენდერო პროცესის შედეგად შერჩეული კონტრაქტორი კომპანიებისთვის წინასწარი გადახდის დამკვეთის ვალდებულების შესრულება.