კულტურამთავარი

„მაშინაც კი, თუ მათ შენი არ ესმით, სჯობს იყოთ განსხვავებული, ვიდრე მოერგოთ სხვებს”: არმინე ჰარუთიანიანი გახდა ბოდი შეიმინგის პირველი მსხვერპლი იტალიაში

„ვინ არის არმინე ჰარუთიანიანი და როგორ გახდა იგი ბოდი შეიმინგის  მსხვერპლი იტალიაში?“ –  ასეთი სტატია გამოაქვეყნა  Forbes- მა.  გამოცემის ავტორი წერს, რომ სომხური მოდელის ევროპულ პოდიუმებზე “უღიმღამო” გამოჩენამ გამოიწვია მწვავე დებატები სოციალური ქსელების იტალიურ ნაწილში იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს სილამაზე და როგორი უნდა იყოს ის. ხშირად ადამიანები სიძულვილის ენით რეაგირებენ იმაზე, რაც  რაც მათთვის გაუგებარია და ახალი.

ის ფაქტი, რომ მისი სახელი მსოფლიოს 100 ყველაზე სექსუალური მოდელის სიაში აღმოჩნდა, ცეცხლზე ნავთს  ასხამდა.

რამოდენიმე იტალიელი სოციალური მედიის მომხმარებელი, რბილად რომ ვთქვათ, გაოცებული იყო იმით, თუ როგორ შეიძლება ასეთი არასტაბილური გარეგნობის გოგონა გამოჩნდეს Gucci- სა და Alessandro Michele- ს შოუებში. იყვნენ ისეთებიც, ვინც წერდა, რომ სილამაზე შეიძლება განსხვავებული იყოს და მის შესახებ წარმოდგენა უკვე გადაღეჭილია.  

„არმინე ჰარუთიანიანს აქვს რამდენიმე კუთხოვანი, უცნაური ნაკვთი  – გრძელი ცხვირი, სქელი წარბები და ღრმა, მუქი თვალები.  ფაქტია,  რომ ეს არ შეესაბამება საყოველთაოდ მიღებულ წარმოდგენებს მოდელების შესახებ. ის, რომ  ალექსანდრო მიქელეს არჩევანია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ის ირცვს სილამაზის უჩვეულო ფორმატს“, – წერს Forbe-ი.

იტალიელი ავტორი ჯონათან ბაზი ინსტაგრამზე ცდილობს სილამაზის სტანდარტების ევოლუციის ახსნას. ”დღეს მოდელები ყოველთვის ლამაზები არ არიან  და მოდის  „ენა“  ისეთი  არ არის, რაც ის იყო  20, 30 წლის წინ“, – წერს იგი.

ამ დღეებში არმინემ ინტერვიუ მისცა იტალიურ პერიოდულ  გამოცემა La Repubblica- ს. ”ხალხს ეშინია ყველაფრის, სიახლის, სხვების”, – თქვა მოდელმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სილამაზეს აქვს მრავალი განსხვავებული თვისება. მაშინაც კი, თუ მათ არ ესმით შენი, სჯობს იყოთ განსხვავებული, ვიდრე მოერგოთ სხვებს“, – ამბობს არმინე.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close