საერთაშორისო

ნათია თურნავა: შემზღუდავი ზომების დარტყმას ჩვენი ეკონომიკა ვერ გაუძლებს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მთელი ქვეყნის მასშტაბით შემზღუდავი ზომები ამოქმედდება, ქვეყნის ეკონომიკა ასეთ დარტყმას ვერ გაუძლებს. 

მისივე განცხადებით, წერტილოვანი ღონისძიებებით ხელისუფლება და სამედიცინო პერსონალი პროცესს უმტკივნეულოდ გაივლის:

“ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ კვლავ დიდი და შემზღუდავი ზომების მიღება არ გახდეს საჭირო, როგორც ეს უკვე ერთხელ გავიარეთ. ჩვენი ეკონომიკა მეორედ ასეთ დარტყმას ნამდვილად ვერ გაუძლებს.  

წერტილოვანი ღონისძიებებით და ასევე ჩვენი სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის წყალობით იმედი გვაქვს, რომ შედარებით უმტკივნეულოდ გავივლით ამ პროცესს”, – განაცხადა ნათია თურნავამ.  

ნახეთ მეტი
Back to top button