მთავარიპოლიტიკა

ნიაგარის ჩანჩქერი განათდება სომხეთის დროშის ფერებში

სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 21 სექტემბრის საღამოს, ნიაგარის ჩანჩქერი სომხეთის დროშის ფერებით განათდება. ინფორმაციას  Facebook-ის  ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს კანადაში სომხეთის რესპუბლიკის საელჩო.

საელჩო ყველას ეპატიჟება დაესწრონ ღონისძიებას, რომელიც 21 სექტემბერს 10 საათზე დაიწყება და 15 წუთი გაგრძელდება.

ინიციატივა ხორციელდება კანადაში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოსთან და  ნიაგარას ჩანჩქერის განათების საბჭოსთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, სომხეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სომხური სამფეროვანი დროშის ფერებში  განათდა თბილისის სატელევიზიო ანძა, დუბაიში ბურჯ ხალიფას კოშკი, აგრეთვე ლიტვის ცენტრალური ხიდი.

ნახეთ მეტი
Back to top button