პოლიტიკა

სააკაშვილმა პირობა დადო, რომ პრემიერ-მინისტრად გახდომის შემთხვევაში ის არ აპირებს დაპისპირებას რუსეთთან

,,News.am” წერს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამომრჩეველს პირობა მისცა, რომ თუ მისი პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოიგებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და ის პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს, არ აპირებს დაპისპირებას რუსეთთან, იტყობინება “ინტერფაქსი”.

სააკაშვილის თქმით, იგი მოაგვარებს შიდა პრობლემებს, მათ შორის გრძელვადიან პერსპექტივაში. კერძოდ, შიდა ტერიტორიების საკითხს.

”ახლა აუცილებელია ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანა და არა ვინმესთან კონფრონტაციაზე წასვლა”, – აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში მან ბევრი რამ ხელახლა შეაფასა. ”მე არ ვარ ის მიშა, რაც ვიყავი”, – აღნიშნა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ის მზად არის უხელმძღვანელოს საქართველოს მთავრობას არაუმეტეს ორი წლის განმავლობაში და შემდეგ დაბრუნდეს უკრაინაში.

”მე უკვე შევედი ისტორიაში, მაგრამ საქართველოში ბევრი რამ უნდა შეიცვალოს, რომ ქვეყანა არ დავკარგოთ”, – დაასკვნა პოლიტიკურმა მოღვაწემ.

ნახეთ მეტი
Back to top button