![](/wp-content/uploads/2020/09/47636.jpg)
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი შვებულების ნაწილს უცხოეთში ატარებს. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, იგი ლონდონში შეხვდა გაერთიანებული სამეფოს ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს უენდი მორტონს. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების და გაღრმავების პერსპექტივებზე. მინისტრმა ვენდი მორტონმა განაცხადა, რომ მომავალ წელს გაერთიანებული სამეფო გეგმავს კლიმატის ცვლილების 26-ე სამიტის (COP26) მასპინძლობას, რომელშიც სომხეთიც მიიღებს მონაწილეობას. მინისტრი დაინტერესდა სომხეთის მიდგომებით კლიმატის ცვლილების გამოწვევების მიმართ, რის საპასუხოდ პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა აღნიშნა, რომ იგი პირადად უჭერს მხარს “მწვანე” მიდგომას. ამ კონტექსტში სომხეთის პრეზიდენტმა ისაუბრა სომხეთის გენოციდის მემორიალის ტერიტორიაზე ეროვნული პარკის “წიწერნაკაბერდის” შექმნის იდეაზე, რომელიც მიზნად ისახავს ერევნის მწვანე ტერიტორიების გაზრდას.
პრეზიდენტმა სარგსიანმა ასევე წარმოადგინა საპრეზიდენტო სხვა ინიციატივები, მათ შორის ATOM (Advanced Tomorrow). მან ხაზი გაუსვა, რომ ამ ინიციატივაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ხელოვნურ ინტელექტს, მათემატიკურ მოდელირებას, ციფრული მონაცემების მართვას და რიგ სხვა სფეროებს. მან აღნიშნა, რომ წინასწარი შეთანხმება მიღწეულია მსოფლიოს არაერთ მსხვილ კომპანიასთან, უნივერსიტეტთან და სამეცნიერო ცენტრთან. პრეზიდენტმა სარგსიანმა აღნიშნა, რომ ისინი სიამოვნებით ითანამშრომლებენ ბრიტანულ კომპანიებთან, უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ცენტრებთან.
არმენ სარგსიანმა ასევე ისაუბრა სომხეთში მომავალი წლისთვის დაგეგმილ მე -6 STARMUS საერთაშორისო ფესტივალზე, ყოველწლიურ “აზროვნების სამიტზე”. მან მოიწვია მინისტრი მორტონი მონაწილეობა მიიღოს ამ ღონისძიებებში.