საზოგადოება

სომხეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ახალ კანონს საკარანტინო რეჟიმის და ჯარიმების შესახებ

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ საკარანტინო ზომების გამოყენება შესაძლებელია საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გამოცხადების გარეშეც. კარანტინის დარღვევისთვის დადგენილია ახალი ჯარიმები.

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა ხელი მოაწერა კანონს საკარანტინო რეჟიმში ცვლილებების შეტანის შესახებ. ამის შესახებ აცნობებს სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახური.

“სომხეთის რესპუბლიკის მოსახლეობის სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ” კანონში ცვლილებები და დამატებები იქნა შეტანილი და ძალაში შევა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დასრულების შემდეგ, 12 სექტემბერს. პრეზიდენტი მნიშვნელოვნად თვლის ახალ წესებს, რომლებიც ხელს უწყობენ მოსახლეობის უსაფრთხოებას. იმავე დროს, ხალხის პირად და სოციალურ ცხოვრებაზე კანონის ზეგავლენის,  აგრეთვე იმ გარემოების, რომ კანონი ითვალისწინებს ადამიანის რიგი ფუნდამენტალური უფლების  შეზღუდვას, მხედველობაში მიღებით, პრეზიდენტი ხაზს უსვამს ამ ნორმების კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით შესრულებას. ამ მიზნით, პრეზიდენტი გვთავაზობს დამატებითი კანონებისა და შინაგანაწესის მიღებას.

შეგახსენებთ, რომ ეს ცვლილებები საშუალებას იძლევა საკარანტინო ზომების გატარებას და მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვას საგანგებო მდგომარეობის  რეჟიმის გამოცხადების გარეშე. მთელს რესპუბლიკაში კარანტინის გამოცხადება შესაძლებელია მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო ლოკალურად –  რაიონის ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების გადაწყვეტილებით. ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად დასჭირდება ჯანდაცვის სამინისტროს დასკვნა.

ამის გარდა, გაზრდილია ჯარიმები საკარანტინო წესის დარღვევისათვის.

ნიღბების გარეშე ქუჩაში გასასვლელად, ჯარიმის ზომა არ იცვლება – 10 ათასი დრამი (20 დოლარზე ოდნავ მეტი).

მასობრივი ღონისძიებების შეზღუდვების დარღვევისთვის გათვალისწინებულია 50-200 ათასი დრამი (დაახლოებით 400 დოლარამდე). ასეთივე ჯარიმა იქნება გათვალისწინებული იზოლირების ან თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის (ანუ იზოლირების ადგილებიდან ვადაზე ადრე ან ვირუსზე უარყოფითი  ტესტის გარეშე გასვლის).

საკარანტინო ზონაში შესვლის ან გასვლის წესის დარღვევისთვის, ჯარიმა იქნება  50-დან 70 ათას დრამამდე (ანუ 140 დოლარი). ეს კეთდება იმისთვის, რომ დაავადება არ გავრცელდეს რესპუბლიკაში (მარტში ეჩმიაძინში სავალალო პრეცედენტის მხედვევლობაში მიღებით).

შეგახსენებთ, რომ 16 მარტს სომხეთში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომელიც გაგრძელდა ოთხჯერ, ბოლოს – 12 სექტემბრამდე.

ნახეთ მეტი
Back to top button