მთავარიპოლიტიკა

„სომხურ-ქართული პოლიტიკის შემუშავების პლატფორმა“ ამუშავებს ტურიზმის განვითარების წინადადებების პაკეტს (ფოტო)

ამ დღეებში,  ერევნისა და თბილისის  პოლიტოლოგიურმა სკოლებმა შეხვედრა ჩაატარეს, რომლის დროსაც წარმოდგენილი იქნა სომხეთისა და საქართველოს  ახალგაზრდა ლიდერების ერთობლივი სტრატეგიული ხედვა ტურიზმის, როგორც ეკონომიკური ზრდის ფაქტორის, ასევე დისკრიმინაციისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით. წინადადებების პაკეტი შემუშავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის “სომხურ-ქართული პოლიტიკის შემუშავების პლატფორმის” ფარგლებში. ეს შეხვედრა სასარგებლო იყო სომხურ-ქართველი ახალგაზრდა სპეციალისტების სტაბილური ქსელის შექმნის თვალსაზრისით, ერთი მხრივ, ხელს უწყობს ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაღრმავებას და მეორეს მხრივ, ორ ქვეყანას შორის მრავალმხრივი საქმიანობის შესახებ დიალოგის პლატფორმის ჩამოყალიბებას.

მონაწილეებს მიესალმნენ სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი ანდრეა ვიქტორინი, ერევნის პოლიტოლოგიის სკოლის დირექტორი არმენ ზაქარიანი და თბილისის პოლიტოლოგიური სკოლის წარმომადგენელი ნანა ცერცვაძე.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა “სომხურ-ქართული პოლიტიკის შემუშავების  პლატფორმა” 2019 წელს ამოქმედდა.  საერთო ჯამში, პროგრამაში მონაწილეობდა 90 მონაწილე სომხეთიდან და საქართველოდან: სხვადასხვა სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, გადაწყვეტილების მიმღები პირები, იურისტები, ცნობილი ჟურნალისტები, ბიზნესის მენეჯერები, მკვლევარები და სხვა ახალგაზრდა პროფესიონალები. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების დისკუსიები სასარგებლო იყო ფაქტებზე დაფუძნებული, ობიექტურ-პროფესიული დასკვნების მისაღწევად. პროგრამის ფარგლებში სომხეთსა და საქართველოში ჩატარდა ოთხი სხვადასხვა ფორმატის ღონისძიება.

შეხვედრების დროს სომეხ-ქართველმა ექსპერტებმაა და მონაწილეებმა შეიმუშავეს წინადადებების პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს  სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული ხედვის განხორციელებას.

პროგრამის მონაწილეებმა მაღალი შეფასება მისცეს ქსელის შექმნის შესაძლებლობებს, გამოცდილების გაცვლას, საერთო რეალობის განხილვას, ორი ქვეყნისთვის არსებულ ხარვეზებსა და გამოწვევებს, აგრეთვე მათი გადაჭრის გზებს, თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს.

ნახეთ მეტი
Back to top button